46 წლის არგენტინელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ 2018 წელი ზუსტად ის დროა, როცა გარემოს შეცვლა და ახალი გამოწვევის მიღება მისი კარიერისთვის სწორი გადაწყვეტილება იქნება.
ცხადია, სიმეონეს ამ განცხადებას უმალ მოჰყვა სპეკულაციები იმის თაობაზე, თუ სად შეიძლება გააგრძელოს საქმიანობა 2018 წლის ივნისიდან. მას ზურგს უკვე სერიოზული წარმატებები უმაგრებს და ბუნებრივია, უმუშევარი არ დარჩება. ზოგიერთი ექსპერტი მასში არგენტინის ნაკრების მომავალ მწვრთნელსაც ხედავს, ზოგიც მიიჩნევს,
ერთხელ მან უკვე თქვა, რომ ძალიან უნდა დაბრუნება იქ, სადაც 1997-დან 1999 წლამდე თამაშობდა. ეს კი "ინტერია", სადაც ორ სეზონში 57 მატჩი ითამაშა სერია A-ში და 11 გოლი გაიტანა. მედიის ვარაუდებზე სიმეონეს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"