კონტესაც, რა თქმა უნდა, ბევრი სამუშაო აქვს, მაგრამ ახლა ვერავინ დადებს თავს იმაზე, რომ იტალიელს საქმის გამოსწორება უმოკლეს დროში შეუძლია. აბრამოვიჩის ხელში "ჩელსიმ" ბევრი მწვრთნელი მოინელა და არც კონტეა ხელშეუხებელი.
აქ ბერკეტები მხოლოდ რუსი ოლიგარქის ხელშია და სწორედ მას
როგორც ამბობენ, ის უკვე შეხვდა კონტეს, რომელსაც დიდი ნდობა დაუდასტურა და მასთან ერთად სამომავლო ტრანსფერებზე იმსჯელა. "ჩელსის" მწვრთნელი პირველ რიგში დაცვის ხაზის რეორგანიზაციას გეგმავს. ის აღშფოთებულია გარი კეჰილით, რომელმაც "არსენალთან" მატჩში უმძიმესი შეცდომა დაუშვა, ასევე - ბრანისლავ ივანოვიჩით, ვისაც ტრანსფერზე დაყენება თუ არა, დროებით რეზევრში ჯდომა ემუქრება.
"დეილი მეილის" მტკიცებით, კონტეს უკვე შერჩეული ჰყავს მათი შემცვლელები - 23 წლის მაიკლ კინი "ბარნლიდან" და მისი კბილა ბენ გიბსონი "მიდლსბროდან". დაცვაში კიდევ ერთი ვარიანტია ასევე 23 წლის გერმანელი ანტონიო რიუდიგერი, რომელიც ახლა "რომაში" ირიცხება.
თუ კონტე 3-კაციან დაცვაზე გადავა, მაშინ ივანოვიჩსა და კეჰილს შორის ერთ-ერთი აუცილებლად დაჯდება სკამზე, რადგან მალე ჯონ ტერი დაბრუნდება, ხოლო დავიდ ლუიზს იტალიელი, ჯერჯერობით, ხელს არ ახლებს.
ამბობენ იმასაც, რომ მწვრთნელისა და კლუბის მფლობელის შეხვედრისას ეჭვქვეშ დადგა გუნდში ნემანია მატიჩის, ოსკარისა და სესკ ფაბრეგასის მომავალი. სამაგიეროდ, აბრამოვიჩის დიდი სურვილია, "ჩელსიში" იხილოს საფრანგეთის ნაკრებისა და "ატლეტიკოს" ფორვარდი, 25 წლის ანტუან გრიზმანი. კონტეს იდეაა, დიეგო კოშტას გვერდით ჰყავდეს გრიზმანის დონის მეგოლე, რამაც ტაქტიკური მოდელის ცვლილებაც შეიძლება გამოიწვიოს. ამ ზაფხულს კონტეს ძალიან უნდოდა ალვარო მორატას ან რომელუ ლუკაკუს ყიდვა, მაგრამ ორივე შემთხვევაში ხელი მოეცარა.
ვნახოთ, როგორ იქნება ამჯერად და რამდენად რეალურია მორიგი რევოლუცია "არისტოკრატებში". ისე, გრიზმანი უთუოდ დიდი ძალაა, მაგრამ გავიხსენოთ, რომ ამ ზაფხულს ის დიეგო სიმეონეს ხათრით დარჩა გუნდში და თუ ვინმეს მისი ყიდვა სურს, ეს მომენტი უნდა გაითვალისწინოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"