"მანჩესტერ იუნაიტედი": ჟოზე მოურინიო გუნდს დაშორდა?

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ბანაკში ყველაფერი იდეალურად ვერ არის და ამაში მხოლოდ არადამაკმაყოფილებელი შედეგები და თამაშის ხარისხი არ იგულისხმება.

გუნდში გარკვეული არეულობაა და, თითქოს, დაძაბული ატმოსფეროა. ეს ყველაფერი ბრიტანული პრესის მითქმა-მოთქმითაც დასტურდება - აქაოდა, მანჩესტერელთა რამდენიმე ფეხბურთელი შოკირებულია ჟოზე მოურინიოს ზოგიერთი მეთოდით და გარდა ამისა, იმით, თუ როგორი დისტანციური გახდა ის მათდამი ცუდი შედეგების მერე.

სხვათა შორის, საქმე თუ აერია, დისტანციურობა და ჯმუხობა ახასიათებსო, ჟოზეზე ცოტა ხნის წინათ "ჩელსის" ბელგიელი მეკარე ტიბო კურტუაც ამბობდა.

თავად "განსაკუთრებული" კი ბიჭებს უთვლის - დაამტკიცეთ, რომ
კაცები ხართ და არა ბავშვები და მინდორზე შესაბამისად მოიქეცით და დაიხარჯეთო. მას ზამთარში და განსაკუთრებით, მომავალი ზაფხულისთვის დიდი წმენდა აქვს დაგეგმილი, თუ იქამდე თავად არ გაუშვეს…

უეინ რუნისთვის კი ყველაფერი ორმაგად მძიმდება. სანდო წყაროზე დაყრდნობით, ჟურნალ-გაზეთები გვამცნობენ, რომ მოუმ მას უკვე პირდაპირ განუცხადა, რომ თუ სისტემატურად თამაში და ძირითად შემადგენლობაში ყოფნა სურს, აჯობებს, ახალ გუნდზე იფიქროს.

31 წლის "შრეკს" ალბათ ვერ წარმოედგინა, თუ ეს დღე ოდესმე დადგებოდა ან ასე ადრე დადგებოდა და სხვა გუნდზე მოუხდებოდა ფიქრი, მაგრამ შესაძლოა, ამაზე სერიოზულად და მართლაც იფიქროს.

ამასობაში, მემფის დეპაი, ჰენრიხ მხითარიანი, მატეო დარმიანი, მორგან შნედერლენი და ბასტიან შვაინშტაიგერი აბსოლუტურად უსარგებლოდ რჩებიან. ზოგიერთ შემთხვევაში, მიზეზი ტრავმაა, მაგრამ როდესაც ისინი ჯანზე არიან, მაინც ნაკლებად ვხედავთ არათუ მინდორზე, არამედ განაცხადშიც კი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგრად მიჰქარეს კარლიტო უნდა აეყვანათ სანამ დრო იყო
0
Maurinios dro wavida. Dges pexburti isev shemtev da lamaz pexburts daubrunda.
Kaxa
13:48 26-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული