ელ-ჰაჯი დიუფი: ჯერარდი გასახდელის ამბებს მწვრთნელს უყვებოდა

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილმა თავდამსხმელმა ელ-ჰაჯი დიუფმა განაცხადა, რომ სტივენ ჯერარდი არ მოსწონდა, როცა ისინი თანაგუნდელები იყვნენ.

"როცა "ლივერპულის" ფეხბურთელი გავხდი, ჯერარდს ეგრევე გავაგებინე, რომ ის ჩემთვის არავინ იყო.

ჯერარდი ზიდანი არ არის. დიახ, ის შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ადამიანურად ის არ მომწონდა და ეს გავაგებინე.

ის ისეთივე ფეხბურთელი იყო, როგორც ყველა. მას თავისი საქმე უნდა ეკეთებინა, ის კი მწვრთნელთან დადიოდა და რაც გასახდელში ხდებოდა, უყვებოდა.

ის ყოველთვის ცდილობდა, ჩემთვის თვალებში არ შემოეხედა, რადგან ჩემთან საუბრის ეშინოდა", - თქვა დიუფმა.

შეგახსენებთ, რომ
დიუფი "ლივერპულში" 2002-დან 2004 წლამდე თამაშობდა. 79 მატჩში დიუფმა 6 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ სტივენ ჯერარდმა 24 ნოემბერს საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

- სტივენ ჯერარდი - საოცარი კარიერის დასასრული

მომზადებულია SFR Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
იმიტომაცა ხარ შენ დიუფი და ის კი სტივი ჯი, ყველასათვის საყვარელი ფეხბურთელი და ცოცხალი ლეგენდა.
bavaria
14:43 25-11-2016
0
ეს-ქაჯი დიუფი
dato
17:15 25-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული