სერია A. XXV ტური: ლიდერები ისევ იგებენ [VIDEO]

AutoSharing Option
ტური ტურინული მატჩით გაიხსნა, რომელშიც "იუვენტუსმა" "პალერმოს" უმასპინძლა და როგორც მოსალოდნელი იყო, იოლად სძლია მეტოქეს - 4:1.

მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა ერთმანეთზე უკეთესი გოლები გაუტანეს მეტოქეს და მთლიანობაში, "იუვემ" სანახაობრივი თამაში აჩვენა. ანგარიში კლაუდიო მარკიზიომ გახსნა, რომელიც საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდა და უძლიერესი დარტყმით მეტოქის კარის ცხრიანი გაგლიჯა.

დუბლი პაულო დიბალას ანგარიშზეა, რომელმაც ჯერ ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით უწია მიზანს, შემდეგ კი გონსალო იგუაინს ქუსლით გაკეთებული დიდებული პასი დაუფასა და ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი კარის ჩარჩოში. თვითონ იგუაინი მეკარეს პირისპირ შეატოვა
დიბალამ და რბილი დარტყმით გაახვია ბურთი ბადეში. სიცილიელებმა პრესტიჟის გოლი შეაგდეს, რომელმაც ჯანლუიჯი ბუფონი ძალიან გააბრაზა - როგორც ჩანს, ლეგენდარულ მეკარეს კარის მშრალად შენახვა უნდოდა და ამ მხრივ, სტატისტიკის კიდევ უფრო გაუმჯობესება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ მატჩის ბოლო წუთებზე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა მასიმილიანო ალეგრისა და ლეონარდო ბონუჩის შორის - ბოლო დროს "იუვეს" მწვრთნელს ხშირად აქვს უთანხმოება შეგირდებთან. მატჩის შეფასებისას, ალეგრიმ ბონუჩისთან შელაპარაკებაზეც ისაუბრა:

"კმაყოფილოი ვარ როგორც თამაშის ხარისხით, ისე შედეგით. სეზონის გადამწყვეტ ეტაპს კარგ ფორმაში ვხვდებით და რაც მთავარია, პროგრესი გრძელდება. ბონუჩისთან კონფლიქტი? - ეს უბრალო შელაპარაკება იყო გაუგებრობის ნიადაგზე. ცვლილების გამო სამ ფეხბურთელს პოზიცია უნდა შეეცვალა, რაც არ მოხდა, ეს კი გაშვებულ გოლად დაგვიჯდა. სწორედ ეს საკითხი გავარჩიე ბონუჩისთან და ლაპარაკი ცოტა ემოციური გამოვიდა".

"ინტერმა" კიდევ ერთი მატჩი მოიგო და განაგრძობს ბრძოლას ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის. მილანელები ბოლონიას ესტუმრნენ და ერთადერთი გოლის წყალობით სძლიეს მეტოქეს.

მატჩის დასრულებამდე ათიოდე წუთი რჩებოდა, როდესაც "ინტერის" მრავალსვლიანი კომბინაცია გაბრიელ ბარბოსამ დააგვირგვინა და "ნერაძურის" უმნიშვნელოვანესი ქულები მოუტანა. გაბიგოლმა პირველი გოლი გაიტანა სერია A-ში და ემოციურად აღნიშნა, მაისური გაიხადა, გულშემატკივრებში შეიჭრა და შესაბამისად, ყვითელი ბარათიც მიიღო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ლაციო" "ემპოლის" ესტუმრა და ასევე მძიმე ბრძოლაში სძლია მეტოქეს. მასპინძლები რადე კრუნიჩის უძლიერესი დარტყმით დაწინაურდნენ. ტოსკანელებს სიხარული დიდხანს არ დასცალდათ, ერთი წუთი არ იყო გასული, როდესაც რომაელთა იერიში ჩირო იმობილემ დაასრულა და გაქვითა ანგარიში.

გამარჯვების გოლი ბალდე კეიტას ანგარიშზეა, რომლის დარტყმას რეკოშეტი მოჰყვა და ისე აღმოჩნდა ბურთი კარის ბადეში. ქებათა ქება სიმონე ინძაგის, რომლის "ლაციო" განაგრძობს ბრძოლას ევროსაგზურისთვის.

XXV ტური
იუვენტუსი-პალერმო 4:1
გოლები: 1:0 მარკიზიო (13), 2:0 დიბალა (40), 3:0 იგუაინი (63), 4:0 დიბალა (89), 4:1 ჩოჩევი (90)
იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - ალვეში, ბენატია, ბონუჩი, ასამოა - ხედირა (46. ლამინა), მარკიზიო (75. რინკონი) - პიაცა, დიბალა, სტურარო (70. კუადრადო) - იგუაინი
პალერმო (4-3-3): პოსავეცი - რისპოლი, გოლდანიგა, ანდელკოვიჩი, ალესაამი - ენრიკე, მატო (51. სუნჯიჩი), ჩოჩევი - შალაი (71. ემბალო), ბალოგი (82. დიამანტი), ნესტეროვსკი
მაყურებელი: 39 000

ატალანტა-კროტონე 1:0
გოლი: 1:0 კონტი (48)
ატალანტა (3-4-1-2): ბერიშა - ტოლოი, კალდარა, მაზიელო - კონტი, კესიე, ფრეულერი, სპინაცოლა - კურტიჩი - გომესი (90. კრისტანტე), პეტანია
კროტონე (3-4-2-1): კორდაცი - კლეიტონი (72. ნვანკვო), ჩეკერინი, ფერარი - როზი, ბარბერისი, სამპირიზი, კრიზეტიგი - აკოსტი (78. ნალინი), სტოიანი (62. ტონევი) - ფალჩინელი
მაყურებელი: 18 000

ემპოლი-ლაციო 1:2
გოლები: 1:0 კრუნიჩი (67), 1:1 იმობილე (68), 1:2 კეიტა (80)
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ლაურინი (78. ვესელი), ბელუში, კოსტა, პასკუალი - კრუნიჩი, ელ ჰაჯი, კროჩე (74. მაური) - ელ ქადური - პუჩარელი, მაკარონე (72. ტიამი)
ლაციო (4-3-3): სტრაკოშა - ბასტა (86. ბასტოსი), ვოლასი, ჰოედტი, რადუ (78. ჯორჯევიჩი) - პაროლო, ბილია, სავიჩი (57. კეიტა) - ლულიჩი, ანდერსონი, იმობილე
მაყურებელი: 10 000

ბოლონია-ინტერი 0:1
გოლი: 0:1 გაბრიელი (81)
ბოლონია (4-3-3): და კოშტა - მბაიე (64. კრაფტი), ოიკონომუ, ტოროსიდისი, მაზინა - ნაგი (69. ტაიდერი), პულგარი (83. დი ფრანჩესკო), ჯემაილი - ვერდი, კრეიჩი, პეტკოვიჩი
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - მურილიო (55. ანსალდი), მედელი, მირანდა, დამბროზიო - ჟოაო მარიო, გალიარდინი - კანდრევა (74. გაბრიელი), ედერი, პერიშიჩი - პალასიო (75. ბანეგა)
მაყურებელი: 26 000

კიევო-ნაპოლი 1:3
გოლები: 0:1 ინსინიე (31), 0:2 ჰამშიკი (38), 0:3 ზელინსკი (58), 1:3 მეჯორინი (72)
კიევო (4-3-2-1): სორენტინო - კაჩატორე, გამბერინი, სპოლი, გობი - ჰეტემაი, რადოვანოვიჩი (46. მეჯორინი), ისკო - კასტრო (63. დე გუზმანი), ბირსა - ინგლეზე (71. გაპკე)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, კულიბალი, მაკსიმოვიჩი, გულამი - ალანი (42. ზელინსკი), ჟორჟინიო, ჰამშიკი - კალეხონი, ინსინიე (79. ჯაკერინი), პავოლეტი (71. მილიკი)
მაყურებელი: 14 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პესკარა-ჯენოა 5:0
გოლები: 1:0 ორბანი (5 ს. კ.), 2:0 კაპრარი (19), 3:0 ბენალი (31), 4:0 კაპრარი (81), 5:0 ჩერი (87)
პესკარა (4-3-3): ბიძარი - ძამპანო, სტენდარდო, კოდა (82. ბოვო), ბირაგი - ვერე (72. მუნტარი), ბრუნო, მემუშა - ბენალი (75. პეპე), ჩერი, კაპრარი
ჯენოა (3-4-2-1): ლამანა - იცო, ბურდისო, ორბანი - ლაზოვიჩი (46. პინილია), კატალდი, ჰილემარკი (30. პანდევი), ლაქსალტი - პალადინო, რიგონი - სომეონე (61. ედენილსონი)
მაყურებელი: 14 000

სამპდორია-კალიარი 1:1
გოლები: 0:1 ისლა (6), 1:1 კვალიარელა (22)
სამპდორია (4-3-1-2): ვიავიანო - ბერეჟინსკი, სილვესტრი, შკრინიარი, პავლოვიჩი - ბარეტო, ტორეირა, პრაეტი (55. ლინეტი) - ფერნანდესი (46. ჯურიჩიჩი) - მურიელი (81. შჩიკი), კვალიარელა
კალიარი (4-3-2-1): გაბრიელი - პადოინი (82. იბარბო), პიზაკანე, ალვეში, მურუ - იონიცა, დესენა, პანაიოტისი (66. დი ჯენარო) - ისლა, ჟოაო პედრო - საუ (85. ბორიელო)
მაყურებელი: 20 000

უდინეზე-სასუოლო 1:2
გოლები: 1:0 ფოფანა (7), 1:1 დეფრელი (70), 1:2 დეფრელი (70)
უდინეზე (4-3-3): კარნეზისი - ვიდმერი, დანილო, ფელიპე, სამირი - ბადუ (84. მატოსი), ალფრედსონი (81. კუმსი), ფოფანა - დე პაული, ტერო, საპატა (60. პერიცა)
სასუოლო (4-3-3): კონსილი - გაცოლა, აჩერბი, პელუზო, დელორკო - პელეგრინი, აკვილანი, დანკანი (66. დეფრელი) - ბერარდი (89. რიჩი), პოლიტანო, მატრი (83. მისიროლი)
მაყურებელი: 15 000

რომა-ტორინო 4:1
გოლები: 1:0 ჯეკო (10), 2:0 სალაჰი (17), 3:0 პარედესი (65), 3:1 ლოპესი (84), 4:1 ნაინგოლანი (90)
რომა (3-4-2-1): სჩესნი - მანოლასი (74. ვერმაელენი), ჟუანი, ფაციო - პერესი, პარედესი, სტროტმანი (82. ტოტი), ემერსონი - ნაინგოლანი, სალაჰი - ჯეკო (90. პეროტი)
ტორინო (4-3-3): ჰარტი - ძაპაკოსტა, დე სილვესტრი, მორეტი, ბარეკა - ბენასი (70. ბოიე), ლუკიჩი, ბაზელი - ლიაიჩი (79. ლოპესი), იაგო (58. იტურბე), ბელოტი
მაყურებელი: 35 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მილანი-ფიორენტინა 2:1
გოლები: 1:0 კუცკა (16), 1:1 კალინიჩი (20), 2:1 დეულოფეუ (31)
მილანი (4-3-3): დონარუმა - აბატე, გომესი, პალეტა, ვანიონი - კუცკა (73. საპატა), სოსა (86. პოლი), პასალიჩი - სუსო, დეულოფეუ (73. ბერტოლაჩი), ბაკა
ფიორენტინა (3-4-2-1): ტატარუშანუ - სანჩესი, გონსალო, ასტორი - კიეზა (71. ტელიო), ვესინო, ბორხა ვალერო, სალსედო - ილიჩიჩი (81. საპონარა), კრისტოფორო (71. ბადელი) - კალინიჩი
მაყურებელი: 45 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბომბარდირები: 19 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი), ედინ ჯეკო (რომა); 17 - ანდრეა ბელოტი (ტორინო); 16 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 15 - მაურო იკარდი (ინტერი); 13 - ჩირო იმობილე (ლაციო).

მომდევნო ტური
25 თებერვალი:
ნაპოლი-ატალანტა, იუვენტუსი-ემპოლი;

26 თებერვალი:
პალერმო-სამპდორია, ჯენოა-ბოლონია, კროტონე-კალიარი, სასუოლო-მილანი, კიევო-პესკარა, ლაციო-უდინეზე, ინტერი-რომა;

27 თებერვალი:
ფიორენტინა-ტორინო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული