ფლორენციული გუნდი იტალიის თასიდან გამოვარდა, სერია A-ში კი მხოლოდ მე-8 ადგილზეა და პრაქტიკულად, აღარ დარჩა იმის შანსი, რომ ევროპალიგის საგზური მოიპოვოს, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩემპიონთა ლიგაზე. ერთადერთი პოზიტივი გუნდის ევროპალიგის გათამაშებაში ასპარეზობა გახლდათ, თუმცა წინა კვირას ფლორენციელებს იქაც მოეცარათ ხელი და მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" გამოვარდნენ.
თანაც, მას შემდეგ, რაც გასვლაზე 1:0 მოიგეს, ხოლო საშინაო შეხვედრას ორი ბურთის სხვაობით იგებდნენ. მოკლედ, "ფიოორენტინა" ევროასპარეზსაც ჩამოშორდა და გუნდი პრაქტიკულად
ფლორენციული გუნდის 500-მდე გულშემატკივარმა გუნდის საწვრთნელ ბაზაზე საპროტესტო აქცია გამართა, მათი კრიტიკა და აგრესია კი ფეხბურთელებს, მწვრთნელს და კლუბის მესვეურებს დაატყდათ თავს - ერთი ხანობა, ულტრასებს ბაზის კარიც კი ჰქონდათ გადაკეტილი და ვითარება უკიდურესად დაიძაბა.
ბოლოს, აგრესიულად განწყობილ გულშემატკივრებთან შეხვედრა კლუბის სპორტულმა დირექტორმა პანტელეო კორვინომ და დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელმა ჯანკარლო ანტონიონიმ მოისურვეს. შეხვედრა საათზე მეტხანს გაგრძელდა, რის შემდეგაც ვითარება დარეგულირდა, კორვინომ კი შემდეგი კომენტარი გააკეთა:
"გულშემატკივრები უკმაყოფილონი არიან გუნდის ასპარეზობით და მე მათი კარგად მესმის. ყველა პირობა გვქონდა იმისთვის, რომ ევროპალიგის მომდევნო ეტაპზე გავსულიყავით და მაინც დავმარცხდით. ქომაგები ფიქრობენ, რომ ზაფხულის და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ცოტა ფული დავხარჯეთ და არც ამ თემაზე ვაპირებ კამათს, რადგან ჩვენი მიზანი წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნება იყო.
არის პროექტი, რომელიც ბევრ რამეს შეცვლის უკეთესობისკენ და ამ პროექტის დეტალები უკვე გავაცანით ტიფიზების ლიდერებს. დღეს არ გვიდგას საუკეთესო დროება, მაგრამ ვითარება აუცილებლად შეიცვლება უკეთესობისკენ. პაულო სოუზა? - პორტუგალიელი მაღალი დონის სპეციალისტია და განაგრძობს მუშაობას, თუმცა რა იქნება მომავალში, რთული სათქმელია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"