"ტუტოსპორტი": მილანის "ინტერი" ანტონიო კონტეს შეუთანხმდა

AutoSharing Option
საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს "ტუტოსპორტი", რომლის მიხედვითაც, "ინტერის" მესვეურები ანტონიო კონტესთან აქტიური მოლაპარაკების ფაზაში არიან შესულნი და სიტყვიერი შეთანხმებაც მიღწეული აქვთ.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, მილანური გრანდის მესვეურებმა კონტეს წელიწადში 15 მილიონი ევრო შესთავაზეს და მწვრთნელისგან თანხმობა მიიღეს.

ითქვა ისიც, რომ კონტემ "ინტერის" ბოსებს "ჩელსის" პრეზიდენტთან, რომან აბრამოვიჩთან შეთანხმება ურჩია, რადგან მილანელებს ანტონიოს გადასაბირებლად კომპენსაცია ექნებათ გადასახდელი. თუ თავად კონტე გაწყვეტს ცალმხრივად ხელშეკრულებას, კომპენსაცია თავად ექნება გადასახდელი, რასაც, რა თქმა უნდა, არ აპირებს.

"ტუტოსპორტის" ცნობით, ანტონიო კონტეს არ აქვს კარგი ურთიერთობა აბრამოვიჩთან
და "ჩელსის" სხვა მესვეურებთან, რის გამოც ფიქრობს კიდეც გუნდის გამოცვლას, "ინტერი" კი კარგი ვარიანტია.

მილანურ გრანდში წარმატებით მუშაობს სტეფანო პიოლი, მაგრამ ბოლო წაფორხილებებმა, კერძოდ კი, "რომასთან" განცდილმა საშინაო მარცხმა, კლუბის მესვეურები თითქოს, დაარწმუნა იმაში, რომ მომდევნო სეზონიდან გუნდს მაინც ახალი თავკაცი სჭირდება - თავად პიოლი შორეულ მომავალზე არ ფიქრობს და აცხადებს, რომ მხოლოდ უახლოეს მატჩებზეა კონცენტრირებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული