"მილანი": შეთანხმება გადაიდო თუ ჩაიშალა?

AutoSharing Option
წესით და რიგით, 3 მარტს "მილანის" საკონტროლო პაკეტი ჩინური კონსორციუმის, "სინო ეუროპას" ხელში უნდა გადასულიყო, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, პროცესი გართულდა, მოლაპარაკება ჩიხში შევიდა და ეს საკითხი ან ერთი თვით გადაიდო, ან სულაც ჩაიშალა.

დიახ, კლუბი რჩება სილვიო ბერლუსკონის ხელში და, რა მოხდება მომავალში, დღეს რთულია ამაზე ლაპარაკი.

3 მარტამდე სილვიო ბერლუსკონის კომპანიას, "ფინინვესტს" 320 მილიონი ევრო უნდა მიეღო, რის შემდეგაც "მილანი" მთლიანად ჩინელების ხელში გადავიდოდა, მაგრამ ინვესტორებმა ამ თანხას ვერ მოუყარეს თავი.

კონსორციუმს რამდენიმე წევრი გამოაკლდა, რამაც ინვესტორის ფინანსური რესურსი
მკვეთრად შეამცირა. ჩინელებმა ბერლუსკონის თანხის ნაწილის დაფარვა შესთავაზეს და დანარჩენს სამომავლოდ შეჰპირდნენ, თუმცა მკაცრი უარი მიიღეს.

ბერლუსკონიმ მოლაპარაკების პროცესი შეაჩერა და მიზეზად აზიელების მიერ სიტყვის შეუსრულებლობა დაასახელა.

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, ბერლუსკონიმ კიდევ ერთი თვე მისცა ჩინელებს, რომ პირობა შეუსრულონ და "ფინივესტმა" 320 მილიონი ევრო მიიღოს - ამასთან, დონ სილვიომ უნდა მიიღოს გარანტიები, რომ "სინო ეუროპას" დასუსტების მიუხედავად, კონსორციუმი კლუბში საჭირო ინვესტიციებს დააბანდებს, რათა გუნდმა ძველი დიდება დაიბრუნოს.

თუმცა, ეს უკვე ვარაუდები და მოლოდინებია - რა იქნება სინამდვილეში, უკვე რთული სათქმელია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიმდინარეობს იტალიურ სტილიში პროცესი ანუ მაფიოზურად. ასეტთი ამბები საქართველოში თურმე არ ყოფილა გასაკვირი.
kika
10:50 03-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული