სერია A. XXXIII ტური: გოლების წვიმა იტალიაში [VIDEO]

AutoSharing Option
ტურის ცენტრალური და ამავდროულად, ყველაზე უხვგოლიანი მატჩი ფლორენციაში გაიმართა, სადაც "ფიორენტინამ" "ინტერს" უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა მეტოქე - 5:4...

პირველი ტაიმის შუაწელს, ვესინომ გახსნა ანგარიში და დააწინაურა მასპინძლები, თუმცა მალევე, სტუმრებმა ორი გოლი შეაგდეს და თითქოს, გარდატეხა შეიტანეს თამაშში - მილანელთა გოლები ივან პერიშიჩმა და მაურო იკარდიმ მიითვალეს აქტივში. პირველი ნახევარი ასეც დამთავრდა, მეორეში კი დაიწყო გოლთა ცვენა, რამაც "არტემიო ფრანკიზე" შეკრებილი გულშემატკივარი აღტაცებაში მოიყვანა.

თუმცა, სანამ დავიდე ასტორი გაათანაბრებდა ანგარიშს, ხუმა ბაბაქარმა თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, მისი გარჯა კი უნიათო
დარტყმით ფედერიკო ბერნარდესკიმ ჩაყარა წყალში. თუმცა, მალევე ასტორიმ თავური დარტყმით შეაგდო და წონასწორობა აღადგინა. დავიდეს გოლიდან ორი წუთი იყო გასული, როდესაც ფლორენციელთა ეფექტური კომბინაცია ვესინოს ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა და "ვიოლა" წინ გავიდა - 3:2...

შემდეგ ხუმა ბაბაქარის ჯერ დადგა, რომელმაც ორი ეფექტური გოლი შეაგდო და ფლორენციელებს სოლიდური უპირატესობა მოუტანა - 5:2.

მატჩის ბედი გადაწყვეტილი ჩანდა, თუმცა თამაშის მიწურულს მაურო იკარდიმ გამოიდო თავი, ორი გოლი შეაგდო და ვითარება დაიძაბა - მართალია, მილანელებს სულ რამდენიმე წუთი ჰქონდათ მატჩის გადასარჩენად, მაგრამ მთელი გუნდით წავიდნენ წინ და ფლორენციელებს მაინც მოუწიათ ნერვიულობა. საბოლოოდ, "ფიორენტინამ" შეინარჩუნა უპირატესობა და სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

შედეგად, "ინტერმა" უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა და პრაქტიკულად, დაემშვიდობა ევროპალიგის საგზურს. ბოლო 4 ტურში, მილანურმა" გრანდმა მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა და ლიდერებს ჩამორჩა. მატჩის შემდეგ სტეფანო პიოლი გაწბილებული იყო და განაცხადა, რომ პირველ ტაიმში გუნდმა კარგად ითამაშა, მეორეში კი მოხდა ის, რისი ახსნაც მხოლოდ მატჩის ანალიზის შემდეგ გახდება შესაძლებელი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ნაპოლი" "სასუოლოს" ესტუმრა და მხოლოდ ქულას დასჯერდა, რაც მაურიციო სარის გუნდისთვის წაგების ტოლფასია. ნეაპოლელები მეორე ადგილისთვის იბრძვიან, "რომას" კი ფორის გაზრდის შესანიშნავი შანსი მიეცა.

უცნაური მატჩი შედგა რომში, სადაც "ლაციომ" პირველ ნახევარ საათში 5 გოლი (!) გაუტანა "პალერმოს" - შემდეგ შედარებით დაწყნარდნენ მასპინძლები და საბოლოოდ 6:2 სძლიეს მეტოქეს.

"მილანი" სახლში "ემპოლისთან" დამარცხდა, სტუმართა რიგებში კი პირველი გოლი ლევან მჭედლიძემ გაიტანა. ბოლო ორ ტურში, "ემპოლიმ" 6 ქულა მოიპოვა და ასევე კარგად ათამაშებულ "კროტონეს" გასავარდნი ზონიდან ამოსვლის საშუალებას არ აძლევს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ 33-ე ტურის უკვე გამართულ 9 შეხვედრაში 43 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ 1 თამაშში 4,7 გოლია.

XXXIII ტური
ატალანტა-ბოლონია 3:2
გოლები: 1:0 კონტი (5), 2:0 ფლრეულერი (14), 2:1 დესტრო (16), 2:2 დი ფრანჩესკო (61), 3:2 კალდარა (75)
ატალანტა (3-4-1-2): ბერიშა - ტოლოი (63. დალესანდრო), კალდარა, მაზიელო - კონტი, კესიე (22. კრისტანტე), ფრეულერი, სპინაცოლა - კურტიჩი - გომესი, პეტანია (72. გრასი)
ბოლონია (4-3-3): და კოშტა - მბაიე (74. კრაფტი), გასტალდელო, მაიეტა, მაზინა - ტაიდერი, ვივიანი (83. პეტკოვიჩი), ჯემაილი - დი ფრანჩესკო, კრეიჩი (78. ოკვონკვო), დესტრო
მაყურებელი: 22 000

ფიორენტინა-ინტერი 5:4
გოლები: 1:0 ვესინო (23), 1:1 პერიშიჩი (28), 1:2 იკარდი (34), 2:2 ასტორი (62), 3:2 ვესინო (64), 4:2 ბაბაქარი (70), 5:2 ბაბაქარი (79), 5:3 იკარდი (88), 5:4 იკარდი (90)
ფიორენტინა (3-4-2-1): ტატარუშანუ - სანჩესი, ტომოვიჩი (54. სალსედო), ასტორი - ტელიო (82. კრისტოფორო), ვესინო, ბადელი, მილიჩი - ბერნარდესკი (58. ილიჩიჩი), ბორხა ვალერო - ბაბაქარი
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, მედელი, მირანდა, ნაგატომო (73. ედერი) - გალიარდინი, კონდოგბია (76. ბროზოვიჩი) - კანდრევა, ჟოაო მარიო, პერიშიჩი - იკარდი
მაყურებელი: 28 000

სასუოლო-ნაპოლი 2:2
გოლები: 0:1 მერტენსი (80), 1:1 ბერარდი (59), 2:1 მაციტელი (80), 2:2 მილიკი (84)
სასუოლო (4-3-3): კონსილი - ლიროლა, აჩერბი, კანავარო, დელორკო - პელეგრინი (46. მაციტელი), სენსი, დუნკანი - ბერარდი (79. რიჩი), რაგუზა, დეფრელი (46. მატრი)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, კულიბალი, ალბიოლი, სტრინიჩი (85. გულამი) - ალანი (70. ზელინსკი), ჟორჟინიო (81. მილიკი), ჰამშიკი - კალეხონი, ინსინიე, მერტენსი
მაყურებელი: 16 000

მილანი-ემპოლი 1:2
გოლები: 0:1 მჭედლიძე (40), 1:1 ტიამი (67), 1:2 ლაპადულა (72)
მილანი (4-3-3): დონარუმა - კალაბრია, პალეტა, საპატა, დე შილიო (71. ოკამპოსი) - პასალიჩი, სოსა, ფერნანდესი (62. ბაკა) - სუსო (88. ჰონდა), დეულოფეო, ლაპადულა
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ლაურინი (65. ძამბელი), ბელუში, ბარბა, პასკუალი - მაური (57. ტელიო), ელ ჰაჯი, კროჩე - ელ ქადური - მჭედლიძე (53. მაკარონე), ტიამი
მაყურებელი: 50 000

კიევო-ტორინო 1:3
გოლები: 0:1 ლიაიჩი (52), 0:2 ძაპაკოსტა (56), 1:2 პელისიერი (65), 1:3 იაგო (75)
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - ფრეი, სპოლი, ცეზარი, დეპაოლი (83. ისკო) - კასტრო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი (70. კინი) - ბირსა (64. გაპკე) - ინგლეზე, პელისიერი
ტორინო (4-2-3-1): ჰარტი - დე სილვესტრი (24. ძაპაკოსტა), როსეტინი, მორეტი, აველარი (83. ბარეკა) - ასკუა, ბაზელი (78. ვალდიფიორი) - იაგო, ლიაიჩი, ბოიე - ბელოტი
მაყურებელი: 14 000

ლაციო-პალერმო 6:2
გოლები: 1:0 იმობილე (8), 2:0 იმობილე (9), 3:0 კეიტა (21), 4:0 კეიტა (24-პენ.), 5:0 კეიტა (26), 5:1 რისპოლი (46), 5:2 რისპოლი (52), 6:2 კრეკო (90)
ლაციო (3-5-2): სტრაკოშა - ვოლასი, დე ვრი, ჰოედტი - ანდერსონი, პაროლო (46. ლუკაკუ), ბილია, სავიჩი (70. კრეკო), ლულიჩი - კეიტა (83. ლომბარდი), იმობილე
პალერმო (3-4-2-1): პოსავეცი - სუნიჩი, გონსალესი, გოლდანიგა - რისპოლი, მატო (66. ჩოჩევი), გაცი, მორგანელა - შალაი (25. ენრიკე), ლო ფაზო (74. ტრაიკოვსკი) - ნესტეროვსკი
მაყურებელი: 35 000

სამპდორია-კროტონე 1:2
გოლები: 1:0 შციკი (20), 1:1 ფალჩინელი (67), 1:2 ნვანკვო (80)
სამპდორია (4-3-1-2): პუჯონი - ბერეჟინსკი, სილვესტრი, შკრინიარი, დოდო (73. რეჯინი) - ბარეტო (84. ალვარესი), ტორეირა, პრაეტი (68. ჯურიჩი) - ფერნანდესი - კვალიარელა, შჩიკი
კროტონე (4-4-2) კორდაცი - როზი, ჩეკერინი, ფერარი, მარტელა - როდენი (59. სტოიანი), ბარბერისი, კრიზეტიგი, ნალინი (80. აკოსტი) - ტროტა (75. ნვანკვო), ფალჩინელი
მაყურებელი: 20 000

უდინეზე-კალიარი 2:1
გოლები: 1:0 პერიცა (70), 2:0 ანჯელა (72), 2:1 ბორიელო (86)
უდინეზე (4-3-3): კარნეზისი - ვიდმერი, დანილო, ანჯელა, ფელიპე - ბადუ (58. კუმსი), ალფრედსონი, იანკტო (90. სილვა) - დე პაული, ტერო (66. პერიცა), საპატა
კალიარი (4-3-1-2): რაფაელი - ისლა, სალამონი, ალვეში, მურუ - დეიოლა (80. პადოინი), პანაიოტისი, ბარელა (76. ფანაგო) - ჟოაო პედრო (69. ფარიასი) - საუ, ბორიელო
მაყურებელი: 16 000

იუვენტუსი-ჯენოა 4:0
გოლები: 1:0 მუნიოსი (17-საკ. კარში), 2:0 დიბალა (18), 3:0 მანჯუკიჩი (41), 4:0 ბონუჩი (64)
იუვენტუსი (3-4-2-1): ნეტო - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი, მარკიზიო (86. მანდრაგორა), ხედირა (69. რინკონი), ასამოა - დიბალა, მანჯუკიჩი (82. სტურარო) - იგუაინი
ჯენოა (3-4-3): ლამანა - მუნიოსი, ბურდისო (67. ბირასკი), ჯენტილეტი - ლაზოვიჩი (87. ჰილემარკი), ველოზო, კატალდი, ლაქსალტი (48. ბერგოტო) - ნიჩამი, პალადინო, სიმეონე
მაყურებელი: 40 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ორშაბათი. 24 აპრილი
პესკარა-რომა 22:45

ბომბარდირები: 25 - ანდრეა ბელოტი (ტორინო), ედინ ჯეკო (რომა); 24 - მაურო იკარდი (ინტერი); 23 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი); 22 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 20 - ჩირო იმობილე (ლაციო); 16 - მარკო ბორიელო (კალიარი).

მომდევნო ტური
28 აპრილი:
ატალანტა-იუვენტუსი;

29 აპრილი:
ტორინო-სამპდორია;

30 აპრილი:
რომა-ლაციო, ჯენოა-კიევო, პალერმო-ფიორენტინა, კროტონე-მილანი, კალიარი-პესკარა, ემპოლი-სასუოლო, ბოლონია-უდინეზე, ინტერი-ნაპოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული