"ფიორენტინას" მესვეურებმა ახალ მთავარ მწვრთნელად სტეფანო პიოლი დანიშნეს, რომელიც ბოლოს "ინტერს" ედგა სათავეში. ფლორენციელებმა 51 წლის სპეციალისტთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს. აღსანიშნავია, რომ პიოლის საფეხბურთო კარიერის საუკეთესო წლები სწორედ "ფიორენტინაში" აქვს გატარებული - ფლორენციულ გუნდში მთელი 7 წელი ითამაშა და 200-მდე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. პიოლიმ პირველი კომენტარი გააკეთა "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელის რანგში:
"ბედნიერი ვარ, რომ "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დავინიშნე, რადგან ამ გუნდის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს. "ვიოლა" იყო ერთადერთი იტალიური გუნდი, რომლის გაწვრთნაზეც უარს არ ვიტყოდი - სხვა შემთხვევაში, უცხოეთში
მსურდა მუშაობის გაგრძელება. მინდა ფლორენციაში რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე, რადგან ამ ქალაქში თავს საუცხოოდ ვგრძნობ.
"ინტერზე" კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ამ გუნდში ძვირფასი გამოცდილება მივიღე - ამიერიდან, ჩემი ფიქრები მხოლოდ "ფიორენტინას" დასტრიალებს და იმედია, ამ გუნდთან ერთად დიდ წარმატებებს მივაღწევ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"