"იუვენტუსი": საკმარისია 45 მილიონი?

AutoSharing Option
"იუვენტუსმა" კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა დუგლას კოშტასკენ. "ბებერი ქალბატონი" მიუნხენურ გიგანტს ახლა უკვე 45 მილიონ ევროს სთავაზობს, თუმცა არც ეს არის იმდენი, რამდენსაც "ბაიერნი" ითხოვს (50 მილიონი), თუმცა კი იძლევა საშუალებას, უფრო იოლად მოიძებნოს კომპრომისული გადაწყვეტილება.

ამას გარდა, გუშინ ტურინში ჩავიდა დუგლას კოშტას აგენტი, რომელიც "იუვეს" გენერალურ მენეჯერს, ბეპე მაროტას შეხვდა. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 27 წლის ბრაზილიელი გარემარბი წლიურად 6 მილიონ ევროს მიიღებს და ეს მხოლოდ ხელფასის სახით, დანარჩენიც ბონუსები იქნება. თავის მხრივ კი, "შახტარის" ყოფილმა
ფეხბურთელმა თანხმობა განაცხადა "იუვენტუსში" გადასვლაზეო, წერს "გაძეტა დელო სპორტი".

ასე რომ, დარჩა ერთადერთი პრობლემა - "ბაიერნის" დაყოლიება 45 მილიონ ევროზე. თუმცა შეიძლება ეს აღარც იყოს პრობლემა...

* * *
ამასობაში, ვრცელდება ინფორმაცია, რომ "იუვენტუსი" დაინტერესებულია არგენტინული "ესტუდიანტესის" ნახევარმცველ სანტიაგო ასკასიბარის გადაბირებით. 20 წლის ნიჭიერ ნახევარმცველს "ახალ მასკერანოდ" მოიხსენიებენ, რაც პოპულარულ თანამემამულესთან მისი სათამაშო სტილის მსგავსებაზე მიუთითებს.

ტურინში გამომავალი "ტუტოსპორტი" წერს იმასაც, რომ "იუვენტუსის" გარდა, ასკასიბარზე თვალი "ბოლონიასა" და "სასუოლოსაც" აქვთ დადგმული. ცნობისთვის, ეს ბიჭი არგენტინას 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებსა და ახლახან დასრულებულ 20-წლამდელთა მუნდიალზე წარმოადგენდა.

არ არის გამორიცხული, "იუვენტუსმა" ის ამ ზაფხულსვე იყიდოს და ერთი წლით სერია A-ს რომელიმე კლუბში გაანათხოვროს, ერთი წლის მერე კი იტალიურ ელიტასთან უკვე კარგად მორგებული კადრი დაიბრუნოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული