"მილანმა" მარცხი აღიარა - ჯიჯი დონარუმა მიდის!

AutoSharing Option
"მილანის" ფანები შიშნარევი იმედით ელოდნენ კლუბის ხელმძღვანელთა და ჯანლუიჯი დონარუმას წარმომადგენელთა მოლაპარაკების შედეგებს.

გუშინ "მილანელოს" ბაზის თავზე თეთრი კვამლი ვერ დაინახეს - 18 წლის სუპერტალანტმა საბოლოოდ უარი განაცხადა "მილანთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე.

მოგვიანებით, "მილანი" იძულებული გახდა, ოფიციალურად ეღიარებინა მარცხი. კლუბის დირექტორმა მარკო ფასონემ განაცხადა, რომ ჯიჯი არ მოაწერს კონტრაქტს ხელს, ძალაში რჩება ძველი, რომელსაც ყავლი ზუსტად ერთ წელიწადში გასდის.

ეს კი, უდიდესი ალბათობით, იმის მაჩვენებელია, რომ დონარუმა "მილანის" ლეგენდა ვერ გახდება და კლუბიდან ამ ზაფხულსვე წავა - წინააღმდეგ შემთხვევაში, "მილანი" მას
თითქმის უფასოდ დაკარგავს, კლუბი მხოლოდ ფეხბურთელის აღზრდისთვის ფიფას მიერ დადგენილ კომპენსაციას მიიღეს. ასე რომ, "მილანი" იძულებულია გაყიდოს - მთავარ მყიდველად კი მადრიდის "რეალს" ასახელებენ.

"დონარუმას აგენტმა მინო რაიოლამ შეგვატყობინა, რომ მისმა კლიენტმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - ის კონტრაქტს არ გააგრძელებს, - განაცხადა ფასონემ. - ჩვენ მას კარგი წინადადებით მივმართეთ, ფეხბურთელმა ჩვენი შეთავაზება განიხილა და რამდენიმე ჩასწორება გააკეთა, არამარტო ეკონომიკური ხასიათისა.

შემდეგ კი შეგვატყობინა, რომ არ არის თანახმა. ასე რომ, ჯიჯი "მილანს" 2018 წლის 30 ივნისამდე ეკუთვნის. დონარუმას გადაწყვეტილებამ გაგვაკვირვა, ის ხომ "მილანის" მომავალი უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ეს მწარე გამოცდილებაა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
დონარუმა ჯერ 18 წლისაა და უკვე მიიღო გადაწყვეტილება.იგი მამონას დაემონა,ფეხბურთის საწინააღმდეგოდ.დათოს ვეთანხმები,იგი ლეგენდა და დიდი მეკარე ვერ გახდება,მაგრამ მგონია რომ მას რეალი აიყვანს,მათი ღირებულებაც ხომ ფულია.
სოსო
17 ივნისი 2017 23:42
0
ძაან დიდი მაიმუნი გაიძვერა და ვირეშმაკა ჟულიკია ეს რაიოლა. მაგის ოინებია, თორე სულ არ აინტერესებს დონარუმა სად გააგრძელებს კარიერას! კაი მსუყე საკომისიოს კი გაირტყავს. მწარედ ინანებს ეს ყმაწვილი მილანიდან წასვლას. გუნდს უჭირს, მაგრამ ფეხზე დგება ნელ-ნელა და ამ დროს გამზრდელი კლუბის ღალატი არაა კაცური საქციელი! რა მნიშვნელობა აქვს, 5 მილიონი გექნება თუ 6 ?
ქომაგი
17 ივნისი 2017 22:04
0
და დარწმუნებული ხარ რომ ოლივერ კანის დონემდე მივა ეს რაიოლას ნებას დაყოლილი ბიჭი? მაგას რამდენი რამ სჭირდება რომ ჯერ ათასი ყოფილი მაგარი მეკარის დონემდე მივიდეს და მერე არის კიდევ პატარა არხი თუ მდინარე და იმას უნდა გადაახტეს, რადგანაც იქ უკვე იაშინი, კასილიასი, ბუფონი და ა.შ. რამდენიმე მეკარე შეიძლება დახვდეს. მიაღწევს კი იმ მდინარემდე საინტერესოა ჯერ კიდევ არანაირი დამსახურების მქონე ბავშვი, რომელსაც პირველივე შანსმა იშოვოს დიდი ფული თვალები დაუბრმავა და გაყიდა გამზრდელი (კლუბი). ასეთებს ცხოვრებაშიც არავინ სცემს პატივს, წმინდა ადამიანურად, სადაც არ უნდა წავიდეს.

..........
17 ივნისი 2017 12:16
0
წადი შენი(დონარუმა)...!
milanis fani
17 ივნისი 2017 11:05
0
ერთი ერთზე გავიდე და მერე მე ვიციო ასე ამბობდა რობენი 2010 წლის ფინალში. გავიდა კასოს პირისპირ მაგრამ ვერაფერი აჯობა კასომ. კარგი მეკარე მთელი საჯარიმოს მეფე უნდა იყოს როგორიც იყო ოლივერ კანი. ყველას შიშის ზარს სცემდა. იმედია ეგეთი იქნება დონარუმაც ყველაფერი ხელს უწყობს და დანარჩენი თავის თავზეა დამოკიდებული
nika
17 ივნისი 2017 08:11
0
ეს ბიჭი უბრალოდ მოღალატეა და მე რომ სხვა გუნდის ვიყო ასეთს უბრალოდ არ ვიყიდიდი და არც თავისუფალ აგენტად ავიყვანდი ტიპს ღირებულებები არ აქვს საერთოდ და ეგეთი პიროვნება კი ლეგენდა ვერასდროს გახდება.
Dato
16 ივნისი 2017 23:19
0
მილანს ძალინ მაგარი მეკარე ყავს 17 წლის პლიზარი, ამ არაკაცის ადგილი კი არც იტალიის ნაკრებშია!
dato
16 ივნისი 2017 15:20
0
ეს ბიჭი საკმაოდ პრაგმატულად იქცევა და საბოლოო ჯამში, მილანისთვისაც მომგებიანი იქნება ეს სვლა. ეხლა სანამ ამოდენა აჟიოტაჟია ატეხილი, მილანიც გვარიანად იხეირებს და დონარუმაც საშვილიშვილოდ მოიმარაგებს თანხას. არ არის ის იმ დონის მეკარე, როგორადაც წარმოაჩენენ. 1-2 თამაში გამოუვიდა და საერთო ჯამში საკმაოდ ბევრი ბურთი გაუშვა, ასე რომ სანამ დროა ასწრებს და პრინციპში ვერც გაამტყუნებ, ყველას თავისი ცხოვრება და მიზნები აქვს, არავისთვის წაურთმევია ან მოუპარავს რაიმე. გაუმარჯოს თავის საქმეში.
Dato
16 ივნისი 2017 14:28
0
ჯიჯი მხოლოდ ერთი ემახსოვრება მსოფლიოს, კაცი რომელიც გუნდს სერია B ში ჩაყვა. ასეთებია ცოტა თორე დონარუმასნაირები კილო 3 ლარად ყრია.
giorgi
16 ივნისი 2017 13:17
0
მილანს სარეზერვო მეკარეც ძალიან ძლიერი ჰყავს და მას მართლა აქვს შანსი ლეგენდა გახდეს, ვისაც არ უნდა წავიდეს
Irakli apkhaidze
16 ივნისი 2017 12:34
0

სიახლეები პოპულარული