"მილანმა" მარცხი აღიარა - ჯიჯი დონარუმა მიდის!

AutoSharing Option
"მილანის" ფანები შიშნარევი იმედით ელოდნენ კლუბის ხელმძღვანელთა და ჯანლუიჯი დონარუმას წარმომადგენელთა მოლაპარაკების შედეგებს.

გუშინ "მილანელოს" ბაზის თავზე თეთრი კვამლი ვერ დაინახეს - 18 წლის სუპერტალანტმა საბოლოოდ უარი განაცხადა "მილანთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე.

მოგვიანებით, "მილანი" იძულებული გახდა, ოფიციალურად ეღიარებინა მარცხი. კლუბის დირექტორმა მარკო ფასონემ განაცხადა, რომ ჯიჯი არ მოაწერს კონტრაქტს ხელს, ძალაში რჩება ძველი, რომელსაც ყავლი ზუსტად ერთ წელიწადში გასდის.

ეს კი, უდიდესი ალბათობით, იმის მაჩვენებელია, რომ დონარუმა "მილანის" ლეგენდა ვერ გახდება და კლუბიდან ამ ზაფხულსვე წავა - წინააღმდეგ შემთხვევაში, "მილანი" მას
თითქმის უფასოდ დაკარგავს, კლუბი მხოლოდ ფეხბურთელის აღზრდისთვის ფიფას მიერ დადგენილ კომპენსაციას მიიღეს. ასე რომ, "მილანი" იძულებულია გაყიდოს - მთავარ მყიდველად კი მადრიდის "რეალს" ასახელებენ.

"დონარუმას აგენტმა მინო რაიოლამ შეგვატყობინა, რომ მისმა კლიენტმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - ის კონტრაქტს არ გააგრძელებს, - განაცხადა ფასონემ. - ჩვენ მას კარგი წინადადებით მივმართეთ, ფეხბურთელმა ჩვენი შეთავაზება განიხილა და რამდენიმე ჩასწორება გააკეთა, არამარტო ეკონომიკური ხასიათისა.

შემდეგ კი შეგვატყობინა, რომ არ არის თანახმა. ასე რომ, ჯიჯი "მილანს" 2018 წლის 30 ივნისამდე ეკუთვნის. დონარუმას გადაწყვეტილებამ გაგვაკვირვა, ის ხომ "მილანის" მომავალი უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ეს მწარე გამოცდილებაა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
დონარუმა ჯერ 18 წლისაა და უკვე მიიღო გადაწყვეტილება.იგი მამონას დაემონა,ფეხბურთის საწინააღმდეგოდ.დათოს ვეთანხმები,იგი ლეგენდა და დიდი მეკარე ვერ გახდება,მაგრამ მგონია რომ მას რეალი აიყვანს,მათი ღირებულებაც ხომ ფულია.
სოსო
23:42 17-06-2017
0
ძაან დიდი მაიმუნი გაიძვერა და ვირეშმაკა ჟულიკია ეს რაიოლა. მაგის ოინებია, თორე სულ არ აინტერესებს დონარუმა სად გააგრძელებს კარიერას! კაი მსუყე საკომისიოს კი გაირტყავს. მწარედ ინანებს ეს ყმაწვილი მილანიდან წასვლას. გუნდს უჭირს, მაგრამ ფეხზე დგება ნელ-ნელა და ამ დროს გამზრდელი კლუბის ღალატი არაა კაცური საქციელი! რა მნიშვნელობა აქვს, 5 მილიონი გექნება თუ 6 ?
ქომაგი
22:04 17-06-2017
0

სიახლეები პოპულარული