ფლორენციის "ფიორენტინა" იყიდება?

AutoSharing Option
"ფიორენტინას" გულშემატკივრები უკმაყოფილონი არიან კლუბის მესვეურთა სატრანსფერო პოლიტიკით. ჯერჯერობით, არაფერი ისმის "ფიორენტინას" შესაძლო გაძლიერების შესახებ, პირიქით კი უამრავი ინფორმაცია ვრცელდება.

დიდია შანსი, ბორხა ვალერომ "ინტერში" გააგრძელოს კარიერა, ნიკოლა კალინიჩი "მილანში" გადაბარგდეს, ფედერიკო ბერნარდესკიმ კი "ჩელსის" ფორმა მოირგოს.

"ფიორენტინას" პრეზიდენტმა ანდრეა დელა ვალემ პრესას ვრცელი კომენტარი მისცა და შემდეგი განაცხადა:

"ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენს ძალებშია, მაგრამ გულშემატკივართა უკმაყოფილება წლიდან წლამდე იზრდება. მესმის, რომ ტიფოზებს "ფიორენტინაში" ვარსკვლავების ხილვა სურთ, მაგრამ ევროპული გრანდებისთვის კონკურენციის გაწევა რთულია.

ამიტომ ვაცხადებ, რომ ჩვენმა ოჯახმა კლუბის გაყიდვა
განიზრახა - მზად ვართ, დაველაპარაკოთ პოტენციურ ინვესტორებს და კლუბის მართვის სადავეები სხვას გადავაბაროთ. იქამდე, სანამ ინვესტორი არ გამოჩნდება, "ფიორენტინას" ისევ ჩვენ მივხედავთ და გუნდის გასაძლიერებლად ძალას არ დავიშურებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული