მან და მისმა მწვრთნელმა, ყოფილმა ჩოგბურთელმა სტეფანო ლანდონიომ მილანში "ჩელენჯერის" სერიის ტურნირზე შეიტანეს განაცხადი და წყვილთა თანრიგში ითამაშეს, მაგრამ პირველივე წრეში წააგეს პროფესიონალი ჩოგბურთელების - პოლონელი ტომაშ ბედნარეკისა და ჰოლანდიელი დავიდ პელას წყვილთან - 1:6, 1:6.
მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე მალდინიმ განაცხადა, რომ იტალიაში გასამართი სხვა "ჩელენჯერებიდანაც" მიიღო შეთავაზება, მაგრამ ეს ერთჯერადი აქცია იყო და საჩოგბურთო კარიერის განვრცობას არ აპირებს. როგორც ჩანს, ფეხბურთის ლეგენდას სადებიუტო მატჩის ანგარიში არ მოეწონა.