SportMediaset-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "როსონერიმ" ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, 30 წლის ფეხბურთელი "მილანში" წლიურად 7 მილიონ ევროს მიიღებს.
ახლა ჯერი კლუბებს შორის მოლაპარაკებებზეა და "მილანი" ამ ეტაპისთვის უკვე მზადაა. ლომბარდიელებმა ტურინელებს უკვე შესთავაზეს ფინანსურად მომგებიანი წინადადება, ასევე - მატია დე შილიო და ალესიო რომანიოლი. "იუვენტუსის" პოზიცია, ჯერჯერობით, უცნობია.
ლეონარდო ბონუჩი "იუვენტუსში" 2010 წლიდან თამაშობს. ტურინელთა მაისურით ჩატარებულ 319 შეხვედრაში მან 21 გოლი გაიტანა.