დანი ალვეში: "იუვენტუსში" ჩემი არ ესმოდათ

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" ახალწვეული დანი ალვეში "იუვენტუსიდან" წასვლის მიზეზზე საუბრობს. 35 წლის ბრაზილიელის თქმით, ტურინულ გუნდში მისი არ ესმოდათ.

- დანი ალვეში: ბოდიში, პეპ, მაგრამ ლიგის მოგება მინდა

"პრობლემები თავიდანვე მქონდა, რადგან ჩემი არავის ესმოდა არც მოედანზე და არც მის გარეთ. თანაგუნდელებთან ადაპტაციისთვის დრო დამჭირდა და როდესაც ეს მოხდა, გუნდმა შედეგების ჩვენება დაიწყო. გასახდელში კარგი ატმოსფეროს შეტანა მოვახერხე.

ფრუსტრაცია? მოდით, მოვიყვანოთ მაგალითი. გასახდელში მუსიკის მოსმენის უფლებას არ გვაძლევდნენ, მე კი მუსიკისა და ცეკვის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. მე შეშლილი არ
ვარ, რომელსაც წესების შეცვლა სურს.

ენერგიის გამოყოფისა და მისი სხვებისთვის გადაცემის ხერხი ყველას თავისებური აქვს. მე მხიარული ატმოსფერო და ერთიანობის განცდა მიყვარს. ამ მიმართულებით გამოსავლის ძებნა დავიწყეთ. უნდა მიგვეგნო გზისთვის, თუ როგორ მოვუტანდი გუნდს სარგებელს. თუმცა ზოგი ეჭვის თვალით მიყურებდა. როდესაც სიტუაცია ცოტათი შეიცვალა, სეზონის შესანიშნავი მეორე ნახევარი ჩავატარეთ", - ციტირებს ალვეშის სიტყვებს Football Italia.

დანი ალვეში "იუვენტუსში" 2016 წელს, "ბარსელონადან" გადავიდა. 2 ტიტულის მოგებისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში წაგების შემდეგ მან ტურინი დატოვა და "პარი სენ ჟერმენს" მიაშურა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს 1-2 წელიწადში შანხაი შენხიუაში რო გადავა - იტყვის პარიზში არ ესმოდათ ჩემიო... ჯერ ბარსელონაში არ მაფასებდნენ, ტურინში ვარ ბედნიერიო, ეხლა იქაც არ მიგებდნენ - პარიზია ჩემი ქალაქიო, მანამდე - სევილიაში რა ენაზე ლაპარაკობდნენ, საერთოდ არ ვიციო და ხო კაათ არის? :))))
Dato
15:50 14-07-2017
0
ეს ბოლოს "ანჟიში"არ მოხვდეს
კახა ქირია
17:19 14-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული