დელ პიერო: "იუვე" ისევ ფავორიტია

AutoSharing Option
ალესანდრო დელ პიერო "სქაი სპორტ იტალიას" ესტუმრა და მოახლოებული სეზონის შესახებ თავისი მოსაზრებები დააფიქსირა. ლეგენდარულმა 10-იანმა ყველაზე ვრცლად "იუვენტუსზე" ისაუბრა:

"მილანი" სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობს და ბევრ ფეხბურთელს ყიდულობს. "ინტერს" ახალი მწვრთნელი ჰყავს ლუჩანო სპალეტის სახით, მაგრამ ჩემი აზრით, ფავორიტი ისევ "იუვენტუსია".

მასიმილიანო ალეგრიმ ყველაზე უკეთ იცის, თუ რა სჭირდება გუნდს. "იუვეში" ძირითადი ბირთვი შენარჩუნდება და გუნდს რამდენიმე უმაღლესი კლასის ფეხბურთელი დაემატება. ძალიან მომწონს ის, თუ როგორ მუშაობენ კლუბის მესვეურები და რა თქმა უნდა, მთავარი მწვრთნელი.

იტალიურ ფეხბურთს ნამდვილად არ აწყენს
სკუდეტოსთვის მძაფრი კონკურენცია, მაგრამ "იუვე" ისევ გამოკვეთილი ფავორიტია.

დუგლას კოშტა? - ჩემი აზრით, ის საუკეთესოდ შეცვლის დანი ალვეშს, რომელმაც წასვლა ამჯობინა. კარგია, რომ სერია A-ს ჩემპიონთა ლიგაზე ერთი ადგილი დაემატა - ვფიქრობ, საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად, "იუვენტუსთან" ერთად "მილანი", "ინტერი", "რომა" და "ნაპოლი" იბრძოლებენ".

- დიდი იტალიური ტრანსფერის მოლოდინში - ბონუჩი "მილანში"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული