ლუკას ლეივა "ლაციოში" გადავიდა

AutoSharing Option
30 წლის ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი ლუკას ლეივა კარიერას რომის "ლაციოში" განაგრძობს.

რომაულმა კლუბმა, სოციალურ ქსელებში გაავრცელა სურათები, სადაც ჩანს, რომ ლეივა რომის აეროპორტში "ლაციოს" შარფით იმყოფება. მოგვიანებით, ბრაზილიელმა "ლაციოში" სამედიცინო შემოწმებაც გაიარა.

"არწივები" ტრანსფერის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას არ ავრცელებენ. The Mirror-ის ცნობით, იტალიელები "ლივერპულს" 5.7 მილიონ ევროს გადაუხდიან.

ლუკას ლეივა "ლივერპულში" 2007 წელს, "გრემიოდან" გადავიდა. მერსისაიდელთა მაისურით მან 344 თამაში ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული