რომაულმა კლუბმა, სოციალურ ქსელებში გაავრცელა სურათები, სადაც ჩანს, რომ ლეივა რომის აეროპორტში "ლაციოს" შარფით იმყოფება. მოგვიანებით, ბრაზილიელმა "ლაციოში" სამედიცინო შემოწმებაც გაიარა.
"არწივები" ტრანსფერის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას არ ავრცელებენ. The Mirror-ის ცნობით, იტალიელები "ლივერპულს" 5.7 მილიონ ევროს გადაუხდიან.
ლუკას ლეივა "ლივერპულში" 2007 წელს, "გრემიოდან" გადავიდა. მერსისაიდელთა მაისურით მან 344 თამაში ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.