"იუვენტუსმა" "არსენალისა" და "რომას" ყოფილი მეკარე დაიმატა

AutoSharing Option
27 წლის პოლონელი მეკარე ვოიცეხ შჩენსნი კარიერას ტურინის "იუვენტუსში" განაგრძობს.

"არსენალისა" და "რომას" კარის ყოფილი დარაჯი უკვე ტურინში იმყოფება და სამედიცინო შემოწმებას გადის.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლონელი მეკარის დამატება "იუვენტუსს" 12 მილიონი ევრო დაუჯდა. გარიგება 3 მილიონის ოდენობით ბონუსებსაც ითვალისწინებს.

შჩენსნი "არსენალის" საკუთრება 2009 წლიდან იყო. ლონდონური გუნდის მაისურით მან 181 შეხვედრა ჩაატარა. გასული 2 სეზონი პოლონელმა "რომაში" არენდით გაატარა და მონაწილეობა 81 თამაშში მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული