ანტონიო კასანომ ფეხბურთში დაბრუნებიდან 8 დღეში კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
35 წლის ანტონიო კასანომ, "ვერონასთან" კონტრაქტის გაფორმებიდან 8 დღეში, საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

კასანო სამაგალითო პროფესიონალთა რიცხვს არასდროს მიეკუთვნებოდა. დღეს კი, მან თავისი უცნაური ხასიათი კიდევ ერთხელ გამოავლინა. "ბარის", "რომას", "რეალის", "მილანის", "ინტერის", "პარმასა" და "სამდორიას" ყოფილი მოთამაშე ფეხბურთს ერთწლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა. თუმცა, "ვერონასთან" ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებით ერთ კვირაში მან ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება გადაწყვიტა.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კასანოს სახლი და ოჯახი მოენატრა და ფეხბურთიდან წასვლა სწორედ არ მიზეზით გადაწყვიტა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული