მსოფლიოს ჩემპიონი გუნდს სოციალური ქსელით ეძებს

AutoSharing Option
2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი კრისტიან ძაკარდო ახალ კლუბს სოციალური ქსელის მეშვეობით ეძებს.

35 წლის მცველმა გასული სეზონი "ვიჩენცაში" გაატარა, 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, არც ერთი გოლი არ გაუტანია და 6 ყვითელი ბარათი მიიღო. ამ ზაფხულს ძაკარდოს "ვიჩენცასთან" ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და აღარ გაუხანგრძლივეს. ძაკარდომ სოციალურ ქსელში უცნაური განცხადება გაავრცელა:

"მინდა გაცნობოთ რომ არც ერთ კლუბთან ხელშეკრულება არ მაკავშირებს და თავისუფალი აგენტი ვარ. კარგ ფორმაში ვარ და კიდევ ორი წელი უმაღლეს დონეზე შემიძლია თამაში. თუ რომელიმე კლუბი დაინტერესებულია ჩემთან თანამშრომლობით, მზად
ვარ განვიხილო შეთავაზება".

კრისტიან ძაკარდომ კარიერის საუკეთესო წლები "პალერმოში" გაატარა - სწორედ სიცილიურ გუნდში კარგი ასპარეზობით მოხვდა იტალიის ეროვნულ ნაკრებში და 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

თუმცა, მუნდიალზე დიდად ვერ გაიბრწყინა - "სკუადრა აძურამ" ტურნირზე სულ ორი გოლი გაუშვა და აქედან ერთი ზინედინ ზიდანმა გაუტანა ფინალში თერთმეტმეტრიანი დარტყმით, ხოლო მეორე (თუმცა რიგითობით პირველი) სწორედ ძაკარდომ - საკუთარ კარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
არქა ფიფია ეტაკე, დინამოს გამოცდილი კაცი არ აწყენდა, რა იცი, სასოწარკვეთილი ჩანს და იქნებ შეცდეს :)
0
რა ხელფასი უნდა მოითხოვოს ამან ეხლა ისეთი რომ ვერ ჩამოიყვანოს დინამომ? 10-20 ათასი დინამოს შეუძლია და მეტის ღირსი არცაა ეს. ახალგაზრდებს თუ ასწავლიდა რამეს და ესე თუ გამოდგებოდა თორე ამის გარშემო გუნდს ვერ ააწყობს კაცი აწი. ცდად ღირს მოკლედ.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული