ანტონიო კასანო - დაბრუნება, წასვლა და ისევ დაბრუნება 8 დღეში

AutoSharing Option
ერთწლიანი უქმობა, ფეხბურთში დაბრუნება, 8 დღეში კარიერის დასრულება და გადაწყვეტილების იმავე დღეს შეცვლა - ეს ანტონიო კასანოა.

ვეტერან იტალიელ თავდამსხმელს ფეხბურთი 2016 წლის მაისის შემდეგ არ უთამაშია. მიმდინარე წლის 10 ივლისს, მან კონტრაქტი სერია A-ში ახლახანს აღზევებულ "ვერონასთან" გააფორმა.

"ლურჯ ყვითლებთან" ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 დღეში, ანუ გუშინ, 35 წლის იტალიელმა გადაწყვიტა, რომ სახლი და ოჯახი მოენატრა და ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა.

თავისი გადაწყვეტილების გასაჟღერებლად ანტონიომ პრესკონფერენცია მოიწვია, მაგრამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ ფეხბურთიდან წასვლა გადაიფიქრა.

"ვერონაში ვრჩები. ეს სისუსტის წუთიერი
გამოვლინება იყო. მივხვდი, რომ მართალი არ ვიყავი. ბევრი სისულელე გამიკეთებია, მაგრამ ამჯერად აღარ მინდა ეს მოხდეს.

კლუბს არ დავტოვებ. ეს ფეხბურთია და გავუგებ იმ გულშემატკივრებს, რომლებიც ჩემზე გაბრაზებულები იქნებიან. მინდა, მათ პატიება ვთხოვო. პრესკონფერენციის მოწვევა ჩემი შეცდომა იყო." - განაცხადა კასანომ.

არაა გამორიცხული, უახლოეს დღეებში, ანტონიო კასანომ გადაწყვეტილება კიდევ არაერთხელ შეცვალოს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამან ცოლი როგორ მოიყვანა...
status quo
13:08 19-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული