ალექსანდრ კოლაროვს "ლაციოს" ფანების რისხვა არ აცდება

AutoSharing Option
ალექსანდრ კოლაროვი "რომაში" გააგრძელებს ასპარეზობას. 31 წლის მცველმა იტალიურ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. მის სანაცვლოდ, "რომამ" "მანჩესტერ სიტის" 5 მილიონი ევრო გადაუხადა. ბოლო 2 წლის განმავლობაში, კოლაროვი "მანჩესტერ სიტის" ღირსებას იცავდა, იქამდე კი იტალიაში თამაშობდა და "ლაციოში ასპარეზობდა".

"ლაციო" "რომას" თანაქალაქელი და ყველაზე პრინციპული მეტოქეა - რომაულ დერბიზე, "ბიანკოჩელესტეს" გულშემატკივრები კოლაროვს ცუდ დახვედრას ჰპირდებიან - ფეხბურთელმა მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ "ლაციოს" და მის გულშემატკივრებს დიდ პატივს სცემს და ყოფილი გუნდის ქომაგებთან თბილი შეხვედრის იმედი აქვს:

"რომში შესანიშნავი წლები
მაქვს გატარებული და ამ ქალაქში დაბრუნება ძალიან მახარებს. მართალია, "ლაციოს" ღირსებას ვიცავდი, მაგრამ ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ.

მე პროფესიონალი ვარ და ახალი გუნდისთვის ბოლომდე დავიხარჯები. როგორ დამხვდებიან "ლაციოს" გულსემატკივრები? - სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს რომ ჩვენი შეხვედრა თბილი იქნება. მე მათთვის არაფერი დამიშავებია და მათი მხრიდან, ნებისმიერი სახის აგრესია ჩემთვის მიუღებელი იქნება".

კოლაროვი "ლაციოში" 3 წლის განმავლობაში თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კოლაროვი 7წელი თამაშობდა სიტიში და არა 2 წელი :(((
taabata
15:25 24-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული