"ნაპოლიმ" ედინსონ კავანის ფასი დაადო: 63 მილიონი ევრო

AutoSharing Option
"ნაპოლი" იოლად არ შეელევა გუნდის საუკეთესო ფეხბურთელ ედინსონ კავანის. სამხრეთული გუნდი ურუგვაელ ფორვარდს 63 მილიონ ევროდ აფასებს.

შეგახსენებთ, რომ ადრე "ნაპოლიმ" უარით გაისტუმრა "მანჩესტერ სიტი", რომელიც 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს იხდიდა.

ახლა კავანის შეძენა ყველაზე მეტად "რეალს" სურს, თუმცა "სამეფო კლუბს" ამხელა თანხის გადახდა გაუჭირდება.

"რეალის" სავარაუდო თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ კლუბის ხელმძღვანელობას ურჩია, კავანი, გარეთ ბეილი და ნეიმარი შეიძინონ.

ასევე იხილეთ:
"იუვენტუსი" კავანის სანაცვლოდ "ნაპოლის" 30 მილიონ ევროს და სამ ფეხბურთელს სთავაზობს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული