იტალიაში ეჭვი თითქმის არ ეპარებათ, რომ "როსონერის" უახლოეს მომავალში სწორედ "მილანის" ექს-ფეხბურთელი ჩაიბარებს, ამჟამინდელი თავკაცი მასიმილიანო ალეგრი კი "რომაში" გადაბარგდება.
თუმცა ის, რომ "ბოტაფოგოს" ჰოლანდიელ ჰავბეკს მწვრთნელად მუშაობის გამოცდილება არ აქვს, "მილანის" ფანატებს ძალიან აშფოთებთ.
Football Italia-ს ცნობით, "მილანის" გულშემატკივართა საკმაოდ გავლენიანმა დაჯგუფება Curva Sud-მა კლუბის ოფისთან ბანერი გამოკიდა წარწერით: "ზეედორფი? გმადლობთ, არა".
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით კი, ჰოლანდიელთან ერთად, "მილანს" შესაძლოა დაუბრუნდეს ლეგენდარული მცველი პაოლო მალდინი, რომელიც, სავარაუდოდ, სპორტული დირექტორის თანამდებობას დაიკავებს.
შეგახსენებთ, ალეგრის ხელში "მილანმა" სერია A-ს ბოლო სეზონი მესამე ადგილზე ჩაამთავრა, რითაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ასევე იხილეთ:
Corriere dello Sport: თბილისში პირლო, ზეედორფი და კაკაც ითამაშებენ
კლარენს ზეედორფი რიოში საუკეთესოა
"გაძეტა": მასიმილიანო ალეგრი "რომაში" მიდის