სად გათამაშდება იტალიის სუპერთასი - "იუვენტუსი" და "ლაციო" ვერ თანხმდებიან

AutoSharing Option
იტალიის სუპერთასის ბოლო 4 პაექრობიდან 3 პეკინში გაიმართა და ისეთი პირი უჩანს, რომ მომდევნო მატჩიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ შედგება.

ფედერკალჩო სუპერფინალში მონაწილე გუნდებს აძლევს იმის საშუალებას, რომ თამაშის ადგილი თვითონვე შეარჩიონ. თუ წინა წლებში გუნდები იოლად თანხმდებოდნენ, ამჯერად "იუვენტუსს" და "ლაციოს" საერთო ენის გამონახვა გაუჭირდათ.

რომაული კლუბის მესვეურებს დიდი სურვილი აქვთ, რომ თამაში ისევ პეკინში გაიმართოს, რადგან აზიურ ბაზარზე პოპულარიზაცია ნებისმიერი კლუბისთვის საშური საქმეა. შესაბამისად, "ბიანკოჩელესტეს" მესვეურებს შანსის ხელიდან გაშვება არ სურთ.

სამაგიეროდ, ტურინელებს აქვთ სხვა გეგმები და რომაელებს ჩრდილოეთ
ამერიკაში ეპატიჟებიან. საქმე ისაა, რომ პიემონტელები აგვისტოში აშშ-კანადაში აპირებენ ტურნეს მოწყობას და სუპერთასის იქვე თამაში მათთვის ნამდვილად მისწრებაა. ამ წინადადებას რომაელები არ თანხმდებიან და მოკლედ, დიდი აურზაურია.

ამასობაში კომპრომისული ვარიანტით არაბეთის გაერთიანებული საემიროების ფეხბურთის ფედერაცია გამოვიდა და იტალიურ გუნდებს დუბაიში პაექრობა შესთავაზა. დუბაის ვარიანტი ფედერკალჩომ მოიწონა და გუნდებს შეთანხმებისკენ მოუწოდა.

ერთი ეგაა, რომ ასეთ შემთხვევაში, თამაში დეკემბერში უნდა შედგეს და არა აგვისტოში, როდესაც არაბეთში ტემპერატურა გაუსაძლისად მაღალია. ფედერკალჩო მზადაა, სუპერთასის პაექრობა დეკემბერში გადაიტანოს და სიტყვა უკვე კლუბებზეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული