"რომაში" გადაწყვიტეს - გუნდს რუდი გარსია გაწვრთნის

AutoSharing Option
"რომა" მთავარი მწვრთნელის კანდიდატურაზე ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდა. რომაულ გუნდს რუდი გარსია გაწვრთნის, რომლის ბოლო სამუშაო ადგილი ფრანგული "ლილი" იყო.

ამის შესახებ Corriere dello Sport იუწყება.

იტალიელები სპეციალისტს კონტრაქტის პირობებზე უკვე შეუთანხმდნენ და ის ორ წელიწადზეა გათვლილი, გუნდის თავკაცად მისი ოფიციალურად გამოცხადება კი მომდევნო კვირაში იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე "რომა" მასიმილიანო ალეგრისთან თათბირობდა, თუმცა ამ უკანასკნელმა "მილანში" დარჩენა ამჯობინა.

კიდევ ერთ კანდიდატად რობერტო მანჩინი სახელდებოდა, თუმცა რომაელები მის ფინანსურ მოთხოვნებს ვერ გასწვდნენ.

არადა, "რომაში" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე თითქმის გადაწყვეტილი ჩანდა
საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავკაცის ლორან ბლანის დანიშვნაც, თუმცა შეთანხმება არ შედგა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული