"ფლორენციელი გულშემატკივრები და "ფიორენტინას" მესვეურები ჩემგან ყოველთვის გულწრფელობას ითხოვდნენ, რაც სიმართლის თქმისკენ მიბიძგებს... "ფიორენტინაში" შესანიშნავი წლები გავატარე და აქ უდიდესი გამოცდილება მივიღე, მაგრამ დადგა დრო, ახალი გამოწვევა მივიღო.
ჩემი მიზანი არა მარტო ევროტურნირებზე მონაწილეობა, არამედ გამარჯვებაა და კარგად ვხვდები, რომ ეს ტოპ-გუნდში ასპარეზობით არის შესაძლებელი.
"იუვეში" დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი, მაგრამ სხვა ქვეყნებიდანაც ველოდები წინადადებებს... ინგლისური პრემიერლიგა, ესპანური ლა ლიგა ყოველთვის მომწონდა, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ფიორენტინა": სტევან იოვეტიჩი არ იყიდება!