ანტონიო კასანო "პარმაში" მიდის

AutoSharing Option
"პარმა" და "ინტერი" ისაკ ბელფოდილის ტრანსფერზე შეთანხმდნენ, რომელიც მომდევნო სეზონიდან მილანური გრანდის ღირსებას დაიცავს. სანაცვლოდ, ემილიურ კლუბს ანტონიო კასანომ უნდა მიაშუროს და თუ "კოერე დელო სპორტს" დავუჯერებთ, ეს საკითხი ამ კვირაში გადაწყდება.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, 30 წლის შემტევი პარმას ხვალ ესტუმრება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კვირის ბოლომდე, კლუბთან 3-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

ამრიგად, "პარმა" მერვე გუნდი იქნება, სადაც კასანოს კარიერის განმავლობაში უთამაშია - აქამდე, ანტონიო "ბარის", "რომას", მადრიდის "რეალის", "სამპდორიას", "მილანის" და "ინტერის" ღირსებას იცავდა.

გასულ სეზონში, "ნერაძურის" შემადგენლობაში 28 მატჩი
გამართა, 8 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი მიითვალა აქტივში.

ასევე იხილეთ:
მილანის "ინტერის" არჩევანი: სამირ ჰანდანოვიჩი თუ 30 მილიონი ევრო?
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფალკაო და იბრაჰიმოვიჩიც მიიყვანეთ და მჭედლიძე მერე დაიმატეთ , მეტი შანსი ექნება ძირითადის -_-
Dinamo Fan
08:55 26-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული