აქვე ვთქვათ, რომ "იუვემ" მანოლო "ატალანტასგან" გამოისყიდა და გასულ სეზონში "ბოლონიაში" ჰყავდა განათხოვრებული. მართალია, გაბიადინი უნიჭიერესი შემტევია და იტალიის ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად ითვლება, მაგრამ ტურინულ გრანდში არსებული მძაფრი კონკურენციის გამო "იუვეში" ასპარეზობის საშუალება ჯერ კიდევ არ ეძლევა. ამიტომ თვითონ ფეხბურთელმა გამოთქვა სურვილი, რომ კარიერა სხვა გუნდში გააგრძელოს და
აქამდე გაბიადინის მიმართულებით ყველაზე მეტად "ინტერის" მესვეურები აქტიურობდნენ, ბოლო პერიოდში კი წინა პლანზე "ლაციომ" წამოიწია. "გაძეტა დელო სპორტის" მიერ 1-ელ ივლისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ მანოლომ მომდევნო სეზონიდან სწორედ "ბიანკოჩელესტეში" იასპარეზოს.
გასულ სეზონში მიროსლავ კლოზე ტრავმებმა გატანჯეს და "ლაციოს" თავკაცი ვლადიმირ პეტკოვიჩი ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდა. ერთი ხანობა, სერჯო ფლოკარის ათამაშებამ უშველა, თუმცა ჩავარდნას მაინც ვერ ასცდა და სეზონის პირველ ეტაპზე სკუდეტოსთვის მებრძოლი გუნდი ევროზონას ჩამოსცდა. მართალია, რომაელებმა იტალიის თასი მოიპოვეს და ამ გზით გავიდნენ ევროპალიგაზე, მაგრამ სერია A-ს მეორე ეტაპის ჩაგდება ფაქტად რჩება. ანუ რომაელებს თავდამსხმელი სჭირდებათ და კლუბის სპორტული დირექტორი იგლი ტარე ამას არც უარყოფს:
"გაბიადინის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომელიც იმედია, წარმატებით დასრულდება. მანოლოს გადაბირება ისეთ გუნდებს სურთ, როგორებიც "ინტერი" და "ფიორენტინა" არიან, თუმცა თავად ფეხბურთელს ჩვენკენ მოუწევს გული. უახლოეს დღეებში მანოლოს კიდევ ერთხელ შევხვდები, რადგან მასთან პირად დეტალებზე შეთანხმება მიზნისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ვნახოთ განახლებული "აძურა"