ლუკა ტონი "ვერონაში" გადავიდა

AutoSharing Option
დუბაიში გადასვლის შემდეგ, ლუკა ტონის სერია A-ში დაბრუნებას აღარავინ უწინასწარმეტყველებდა.

მაგრამ 36 წლის იტალიელმა თავდამსხმელმა ძალიან მოინდომა, პენსიაზე არ გავიდა და წინა სეზონში ფლორენციის "ფიორენტინას" 8 გოლით (27 მატჩში) შეეწია.

ვეტერანი გოლეადორი ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებაზე ჯერაც არ ფიქრობს და საბოლოოდ დადასტურდა, რომ მომდევნო სეზონს სერია A-ში აღზევებულ "ვერონაში" გაატარებს.

ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, ტონიმ "ვერონასთან" შედეგზე მკაცრად დამოკიდებული კონტრაქტი გააფორმა.

ასევე იხილეთ:
"ვიოლა" ნახევარდაცვას აძლიერებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული