ზღაპრული დახვედრა მარიო გომესს

AutoSharing Option
მარიო გომესს ფლორენციაში ზღაპრული დახვედრა მოუწყვეს: ჯერ კიდევ აეროპორტში ფეხბურთელს 10 000 გულშემატკივარი დახვდა, კიდევ უფრო მეტი ხალხი კი "სტადიო არტემიო ფრანკიზე" გამართულ პრეზენტაციას დაესწრო. ეს იყო იშვიათი სანახაობა, რომელმაც 28 წლის გერმანელი ემოციებით აავსო:

"ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ჩემ გამო ამდენი ხალხი შეიკრიბებოდა. ეს დღე არასდროს დამავიწყდება, რადგან ემოციებით ვარ აღსავსე. ეიფორიული განწყობა მაქვს და ვრწმუნდები, რომ ფლორენციაში გადმოსვლა 100%-ით გამართლებული იყო.

ამდენი ქომაგის ხილვა დამატებითი პასუხისმგებლობაა, რადგან ვგრძნობ, რომ მათი იმედების გაცრუების უფლება არ მაქვს. სრულიად ახალი ეტაპი იწყება
ჩემს კარიერაში, რომელსაც დიდი ენთუზიაზმით შევხვდი. "ფიორენტინას" მესვეურებს გრანდიოზული გეგმები აქვთ და მიხარია, რომ მეც ამ პროექტის ნაწილი ვარ".

მარიო გომესმა ფლორენციულ კლუბთან 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და როგორც აცხადებს, დიდი სურვილი აქვს, კარიერა "ვიოლაში" დაასრულოს.

პრეზენტაციაზე თავისი სიტყვა კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა დელა ვალემაც თქვა:

"დღეს ნათლად ჩანს, თუ როგორ უყვართ ფლორენციაში ფეხბურთი და თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ ქალაქისთვის "ფიორენტინას". ჩვენ ყველა ერთად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ "ვიოლა" ევროპული ფეხბურთის გრანდი გახდეს. მარიო გომესის ტრანსფერი პრიორიტეტული იყო და მოხარული ვარ, რომ ის დღეს ჩვენთანაა. მარიოსთან ერთად, "ფიორენტინა" გაცილებით უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე წინა წლებში"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარიო გომესი: მინდა "ფიორენტინასთან" ერთად ტიტული მოვიგო
მკითხველის კომენტარები / 1 /
გომესი 33 წლის კი არა 33 ნომერია
mgomez
11:31 17-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული