"ფიორენტინას" შემდეგი სამიზნე: მარკო ვერატი

AutoSharing Option
"იუვენტუსთან" და "ნაპოლისთან" ერთად, სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე აქტიური "ფიორენტინაა".

ფლორენციელებმა სტევან იოვეტიჩი ინგლისში გაუშვეს, მის ნაცვლად კი მიუნხნის "ბაიერნიდან" მარიო გომესი გადაიბირეს.

"ვიოლაში" ითამაშებს ხოაკინ სანჩესი და კიდევ რამდენიმე ახალწვეული. ტოსკანური კლუბის პრეზიდენტის ანდრეა დელა ვალეს თქმით, გომესის გადაბირების შემდეგ, მისი მთავარი სამიზნე 20 წლის მარკო ვერატია:

"ნახევარდაცვა კარგად გვყავს დაკომპლექტებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საინტერესო ფეხბურთელთა გადაბირებას აღარ ვაპირებთ. ჩვენი პრიოროტეტული სამიზნე მარკო ვერატია, რომელიც იტალიაში
დაბრუნების წინააღმდეგი არ არის. პირველ რიგში, თავად ფეხბურთელის პოზიციის გაგება გვსურს და უახლოეს პერიოდში, კონკრეტული წინადადებით მივმართავთ, შემდეგ კი ფრანგებსაც შევეხმიანებით. მაქვს ინფორმაცია, რომ პარიზელები მარკოს გაყიდვის წინააღმდეგნი არ არიან".

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, ანდრეა დელა ვალემ უკვე გაამზადა შეთავაზება ვერატისთვის, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდა ნახევარმცველს სეზონურად 3 მილიონ ევროს ჰპირდება.

აქვე ვთქვათ, რომ ამჟამად, მარკოს წლიური გასამრჯელო 1.5 მილიონი ევროა, რომლის გაზრდასაც პარიზელები 1.8 მილიონამდე აპირებენ. მოკლედ, თუ ვერატის იტალიაში სურს დაბრუნება, ფლორენციულ ვარიანტს მართლაც არაფერი დაეწუნება.

ასევე იხილეთ:
"ნაპოლი": აურელიო დე ლაურენტისი მარკო ვერატის არ ეშვება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული