რომის "ლაციოს" 6 ქულის დაკლება ემუქრება, კაპიტან სტეფანო მაურის 4,5 წელი დისკვალიფიკაცია

AutoSharing Option
რომის "ლაციო" იტალიაში ჩაწყობილ თამაშებთან კავშირში არის ეჭვმიტანილი, რის გამოც მას შეიძლება ჯერ კიდევ არ დაწყებულ ჩემპიონატში 6 ქულა დაექვითოს.

სასამართლოში ორ ასეთ თამაშზე მსჯელობენ, რომლებიც 2011 წელს გაიმართა: ლაციო-ჯენოა და ლეჩე-ლაჩიო.

თუ ბრალი დაუმტკიცდა, "ლაციოს" აუცილებლად დააკლებენ ქულებს, ხოლო კაპიტან სტეფანო მაურის 4,5-წლიან დისკვალიფიკაციას მისცემენ. ქულების ჩამოკლება ელით "ჯენოას" და "ლეჩესაც".

განაჩენს მომდევნო კვირაში გამოიტანენ.

ასევე იხილეთ:
იტალიურ ფეხბურთში ისევ სკანდალი აგორდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული