მილანელებს იტალიის ნაკრების ფეხბურთელები დაუბრუნდნენ, თუმცა "ვალენსიასთან" მხოლოდ სტეფან ელ შაარავიმ ითამაშა. მარიო ბალოტელის, ინაციო აბატეს, მატია დე შილიოს და რიკარდო მონტოლივოს მცირე ტრავმები აქვთ და სრული დატვირთვით არ ვარჯიშობენ. მათ გარეშეც "მილანმა" უპირატესობით წარმართა შეხვედრა და მთლიანობაში, დამსახურებულად გაიმარჯვა. განსაკუთრებით ეს პირველ ტაიმზე ითქმის, როდესაც ლომბარდიელები ყველა კომპონენტში აღემატებოდნენ ესპანელებს.
პირველი გოლი რობინიოს ანგარიშზეა, რომელიც მეკარეს პირისპირ ანდრეა
გოლის გატანიდან ხუთიოდე წუთში რობინიომ ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. ჯერჯერობით, ექიმებს ბრაზილიელისთვის დიაგნოზი არ დაუსვამთ.
მასიმილიანო ალეგრი:(მიალნი) "კარგი სპარინგი იყო, რომელმაც განსჯისთვის დიდი ინფორმაცია მოგვცა. ძლიერ მეტოქეს ვაჯობეთ და გამოჩნდა, რომ საწვრთნელმა პროცესმა შედეგი გამოიღო. ვის გამოვარჩევდი? - ფეხბურთელთა გამორჩევა არ მიყვარს, მაგრამ ამჯერად, თავს უფლებას მივცემ ნაიჯელ დე იონგი შევაქო. მოედნის ცენტრი მთლიანად გააკონტროლა და ბრწყინვალე გოლი გაიტანა".
ადრიანო გალიანი (მილანის ვიცე-პრეზიდენტი): "გაორებული შეგრძნება მაქვს - "ვალენსიას" სახით ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ და გახარებული ვარ, მაგრამ მაშფოთებს რობინიოს ტრავმა. ბრაზილიელმა საწყისი წუთები შესანიშნავად ჩაატარა და დიდებული გოლიც გაიტანა, მაგრამ შემდეგ დაშავდა. იმედი მაქვს, სერიოზული არაფერია და მალე დაუბრუნდება საწვრთნელ პროცესს".
ვალენსია-მილანი 1:2
გოლები: 0:1 რობინიო (22), 0:2 დე იონგი (38), 1:2 პარეხო (53).
ვალენსია (4-3-3): გუაიტა - ჟ. პერეირა, რ. კოშტა, რამი, მატიო - პარეხო, ბანეგა, ფუეგო - ფეგული, ჟონასი, ალკასერი
მილანი (4-3-3): აბიატი (46. გაბრიელი) - ანტონინი, ბონერა (73. ძაკარდო), მექსე, კონსტანტი - პოლი (46. მუნტარი), დე იონგი (63. კრისტანტე), ნოჩერინო - ბოატენგი (69. ელ შაარავი), რობინიო (26. ემანუელსონი), პეტანია (83. ნიანგი).
იხილეთ ვიდეო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რობინიო: "მილანში" თამაში კიდევ 10 წელი მინდა [VIDEO]