რას აპირებს ადემ ლიაიჩი?

AutoSharing Option
"ფიორტენტინას" მთავარი მწვრთნელის ვინჩენცო მონტელას თქმით, თუ ადემ ლიაიჩი გუნდში დარჩა, თავდასხმაში არავის დამატება აღარ იქნება საჭირო.

ამ დროისთვის მონტელას განკარგულებაში ოთხი მაღალი კლასის ფორვარდია: ჯუზეპე როსი, მარიო გომესი, ადემ ლიაიჩი და იოსიპ ილიჩიჩი, რაც მწვრთნელს სავსებით აკმაყოფილებს. მაგრამ არის ერთი პრობლემა - ლიაიჩი კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ ჩქარობს და ჟურნალისტთა მტკიცებით, სხვა გუნდში გადასვლაზე უჭირავს თვალი. 21 წლის სერბის გადაბირებით "მილანის" და "ტოტენჰემის" მესვეურები არიან დაინტერესებულნი. ამ თემაზე კომენტარი ფლორენციული კლუბის სპორტულმა დირექტორმა დანიელე პრადემ გააკეთა:

"ადემს ხელშეკრულების გახანგრძლივება
შევთავაზეთ, მაგრამ ჯერჯერობით, პასუხისგან თავს იკავებს. კონტრაქტის გაფორმება არაა საჩქარო, მაგრამ უნდა დაგვანახვოს, რომ "ფიორენტინაში" სურს ასპარეზობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კარი ღიაა და არავის დაჭერას არ ვაპირებთ. "ფიორენტინა" ძლიერი გუნდია, სადაც შეუცვლელი ფეხბურთელები არ არიან. მთავარია, ადემის პოზიცია დროულად შევიტყოთ, რათა საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ზომები მივიღოთ. მოკლედ, ჩვენ ლიაიჩის პასუხს ველოდებით"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გოლები, გოლები, გოლები: მარიო გომესის გარდა, ყველამ გაიტანა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული