თუ აქამდე მეტწილად საწვრთნელ პროცესზე საუბრობდა, ამჯერად სერია A-ს მომდევნო გათამაშებას გადაწვდა და კონკურენტებზე გაამახვილა ყურადღება. არც ახალწვეულები დავიწყებია:
"იუვე" და ექვსი კონკურენტი
"მიჯრით მესამე სკუდეტოს მოსაპოვებლად ვემზადებით, მაგრამ კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ამის გაკეთება ურთულესი იქნება. კონკურენტები ძლიერდებიან და თანაც, მოქმედ ჩემპიონთან ყველა გაორმაგებული ენერგიით თამაშობს.
შესაძლოა, "მილანმა" და "ინტერმა" მეგა-ვარსკვლავები ვერ გადაიბირეს, მაგრამ ეს გუნდები ყოველთვის ჩემპიონობისთვის იბრძვიან. ამ
"ფიორენტინას" ჯუზეპე როსი და მარიო გომესი ჰყავს, ასეთ თავდასხმას კი ნებისმიერი მწვრთნელი ისურვებდა. ვლადიმირ პეტკოვიჩმა "ლაციოში" კარგი საფუძველი ჩაყარა და ზუსტად ვიცი, რომ ეს გუნდი იოლად არაფერს დათმობს. სიურპრიზების შემოთავაზება "რომასაც" შეუძლია, სადაც ძლიერმა ინდივიდუალისტებმა მოიყარეს თავი. მოკლედ, წინ უაღრესად საინტერესო ჩემპიონატი გველის, თითქმის ყველა ტურში სამეულისთვის მებრძოლ გუნდთა პაექრობებს ვიხილავთ და შესაძლოა, სკუდეტოსთვის შვიდმა გუნდმა იბრძოლოს".
გაგიკვირდებათ და, ტევესი დისციპლინირებულია ფეხბურთელია
ანტონიო კონტემ ახალწვეულებზეც ისაუბრა, კერძოდ კარლოს ტევესსა და ფერნანდო ლორენტეზე გაამახვილა ყურადღება:
"კარლიტო რომ განსაკუთრებული ნიჭის პატრონია, ეს აქამდეც ვიცოდი, მაგრამ ასეთი დისციპლინირებული თუ იქნებოდა, ნამდვილად არ მეგონა.
ტევესი პროფესიონალია და თავის საქმეს პირნათლად ასრულებს. დარწმუნებული ვარ, არგენტინელი ლიდერის ფუნქციებს იტვირთავს. ფერნანდო ლორენტე ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა, რომელიც საჭირო დროს საჭირო ადგილზეა. ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება და მოედნის მიღმაც სამაგალითოდ იქცევა. მთლიანობაში, ახალწვეულებით უაღრესად კმაყოფილი ვარ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ანტონიო კონტე: ტურინის "იუვენტუსი" სათამაშო სტილს არ შეიცვლის