ტურინის "იუვენტუსმა" პოლ პოგბას და არტურო ვიდალს ახალი კონტრაქტები გაუფორმა

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "იუვენტუსის" მესვეურებმა 20 წლის პოლ პოგბასა და 26 წლის არტურო ვიდალთან მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულეს, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ ორივე ფეხბურთელთან ახალი ხელშეკრულება გაფორმდება.

პოგბაც და ვიდალიც კლუბთან ხელშეკრულებას 2018 წლამდე გაახანგრძლივებენ, ბუნებრივია გაუმჯიბესებული პირობებით. პოგბას კონტრაქტის დეტალები არ გაცხადებულა, სამაგიეროდ ვიდალის აგენტმა გათქვა ყველაფერი და განაცხადა, რომ არტუროს წლიური ხელფასი 2.7 მილიონი ევროდან, 4 მილიონამდე აიწევს. ვთქვათ ისიც, რომ ვიდალმა გასულ სეზონში 31 მატჩი გამართა და 10 გოლი გაიტანა; რაც შეეხება პოგბას,
მის ანგარიშზე 27 მატჩი და 5 გოლია.

არტურო ვიდალი: "ჩემი სურვილი კარიერის "იუვენტუსში" გაგრძელება იყო და მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საინტერესო წინადადება მივიღე, ტურინიდან აბარგება არც კი მიფიქრია. ჩვენი გუნდი პროგრესირებს, მიზნები კი უმაღლესი გვაქვს დასახული; სხვა რა შეიძლება უნდოდეს ფეხბურთელს? - მით უმეტეს, როდესაც მწვრთნელისგან უდიდეს ნდობას გრძნობ. ვფიქრობ, "იუვე" პირველობისთვის იბრძოლებს როგორც იტალიაში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე".

ჯუზეპე მაროტა (იუვენტუსის სპორტული დირექტირი): "ახალი ფეხბურთელებით გაძლიერება კარგია, მაგრამ არც ძველი მოთამაშეები უნდა დავივიწყოთ. პოლ პოგბას და არტურო ვიდალის გადაბირება ინგლისურ და ესპანურ გრანდებს სურდათ, მაგრამ მათი შენარჩუნება მოვახერხეთ. ახალი ხელშეკრულებები უკვე მზადაა, რომლებსაც ამერიკული ტურნეს დასრულებისთანავე მოეწერება ხელი. პოლიც და არტუროც კლუბთან 5 წლით გაახანგრძლივებენ თანამშრომლობას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საფრანგეთი მსოფლიოს ჩემპიონია, პოლ პოგბა საუკეთესო ფეხბურთელი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული