მატჩის წინ იტალიისა და არგენტინის ნაკრებების კაპიტნები ლიონელ მესი და ჯანლუიჯი ბუფონი, ორივე ნაკრების მთელ შემადგენლობასთან ერთად, ვატიკანში პაპმა ფრანცისკმა მიიღო.
მესიმ თანამემამულე პონტიფიკს საჩუქრად ზეთისხილის ხე გადასცა. პაპმა ორივე გუნდი დალოცა და მათთან ერთად ფოტოები გადაიღო.
რომის ახალი პაპის დიდი სიყვარული ფეხბურთისადმი ცნობილი ფაქტია. შეხვედრისას მან განაცხადა, რომ ამჯერად არჩევანის გაკეთება უჭირს და არ იცის, რომელ გუნდს უგულშემატკივროს.
ასევე იხილეთ:
მარიო ბალოტელი: იმედია, რომის პაპი დაბადების დღეს მომილოცავს