ახალი კონტრაქტები "ფიორენტინაში"

AutoSharing Option
"ფიორენტინას" სპორტული დირექტორი დანიელე პრადე "კორიერე დელო სპორტს" გაესაუბრა კლუბის გარშემო აქტუალურ თემებზე. მისი თქმით, გუნდის რამდენიმე ფეხბურთელისთვის ახალი კონტრაქტი მზადდება, მეკარის გადაბირების საკითხი კი ბრაზილიელი ნეტოს ასპარეზობაზეა დამოკიდებული.

ახალი კონტრაქტები
ახალი ხელშეკრულება მზადდება ალბერტო აკვილანისთვის, მანუელ პასკუალისა და დავიდ პისაროსთვის. სამივე სასტარტო შემადგენლობის მოთამაშეა და მათი შენარჩუნება ჩვენთვის პრიორიტეტული ამოცანაა.

პისაროს და პასკუალის კონტრაქტებს ვადა მომდევნო ზაფხულს გასდის
და მიხარია, რომ მათ უკვე დააფიქსირეს თანამშრომლობის გახანგრძლივების სურვილი. აკვილანი 2015 წლის ზაფხულამდე "ფიორენტინას" ეკუთვნის, მაგრამ აქედანვე გვინდა, რომ კონტრაქტი გავუგრძელოთ,
თანაც გაუმჯობესებული პირობებით. ჩვენი მიზანია, რომ წამყვანი ფეხბურთელები შევინარჩუნოთ და სატრანსფერო პერიოდები მხოლოდ გასაძლიერებლად გამოვიყენოთ.


მეკარე
დასამალი არაა, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ექსტრა-კლასის გოლკიპერის გადაბირებას ვცდილობდით, მაგრამ საწადელს ვერ მივაღწიეთ. ჩვენს სამიზნეში ბრაზილიელი რაფაელი იყო, მაგრამ საბოლოოდ, "ნაპოლიში" გადაბარგდა. რაც შეეხება ჟულიო სეზარს, მისი გადაბირებაც გვსურდა, მაგრამ ბოლოს გადავიფიქრეთ და "ქუინს პარკ რეინჯერსისთვის" წინადადებით არ მიგვიმართავს. მიზეზი? - ჟულიოს აპრილის შემდეგ არ ჰქონდა ნათამაშები და ეს დამაბრკოლებელი ფაქტორი აღმოჩნდა.

მოკლედ, სასურველი მეკარე ვერ გადმო
ვიბირეთ და ნეტოს ვენდეთ, რომელიც ჯერჯერობით შესანიშნავად ასპარეზობს. მეკარის ტრანსფერის საკითხს ზამთარში უნდა მივბრუნებოდით, მაგრამ თუ ნეტომ ასე გააგრძელა, შესაძლოა, ეს საკითხი მოიხსნას დღის წესრიგიდან.

დანიელე პრადეს ნათქვამს "ფიორენტინას" მეკარე, ნეტო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კლუბის მესვეურთა ნდობით ფრიად გახარებულია. ბრაზილიელის თქმით, ყველაფერს იღონებს, რომ ფლორენციული კლუბის მწვრთნელ-მესვეურები ახალი მეკარის შეძენაზე აღარც კი დაფიქრდნენ.

ჩვენი მხრივ, დავძინოთ, რომ ჟულიო სეზარზე საუბრისას დანიელე პრადემ შეცდომა დაუშვა - "ფიორენტინას" სპორტული დირექტორის თქმით, ჟულიოს აპრილის შემდეგ არ ჰქონდა ნათამაშები და ეს მაშინ, როდესაც კონფედერაციათა თასის გათამაშებაში ბრაზილიის ეროვნული ნაკრების კარს სწორედ სეზარი იცავდა, აღნიშნული ტურნირი კი ივნისში ჩატარდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ოფიციალურად: მარიო გომესი "ფიორენტინაში" გადავიდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული