ჩეზარე პრანდელი: ყველაზე კარგი მშვიდად მუშაობის ფუფუნებაა

AutoSharing Option
ჩეზარე პრანდელის იტალიის ნაკრები ჰოლანდიასთან ერთად პირველი გუნდია, რომელმაც ევროპის ზონიდან მუნდიალის საგზური მოიპოვა.

10 სექტემბერს იტალიის ნაკრებმა ჩეხეთი დაამარცხა და 2 ტურით ადრე გაინაღდა საგზური.

ახლა ჩეზარე პრანდელის მშვიდად შეუძლია მუშაობის გაგრძელება:

"მიხარია, რომ იმ მომენტშიც კი, როცა აშკარად ვხედავ ფიზიკური მომზადების ნაკლს, ბიჭები ცდილობენ, ბოლომდე დაიხარჯონ და აჩვენონ თავიანთი ოსტატობა.

პირველი ტაიმი კარგად კი ვითამაშეთ, მაგრამ შედეგი ისეთი არ იყო, როგორიც გვინდოდა. ამიტომ გასახდელში ერთ გაღიმებულ ფეხბურთელს ვერ ნახავდით. მაგრამ ყველა დარწმუნებული იყო, რომ მიზანს მივაღწევდით.

ახლა შეგვიძლია
მშვიდად განვაგრძოთ მუშაობა და ყველა ნაკლი გამოვასწოროთ. ყველაზე კარგი სწორედ ესაა, მშვიდად მუშაობის ფუფუნება"
.

ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014. შესარჩევი ეტაპი. ევროპა: ჰოლანდიამ და იტალიამ ბრაზილია გაინაღდეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული