მარიო გომესი "ფიორენტინას" 7 კვირით დააკლდება

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში მუხლის ტრავმა მიიღო და საკუთარ გუნდს 7 კვირით დააკლდა "ფიორენტინას" გერმანელი ახალწვეული მარიო გომესი.

მართალია, გომესის მარცხენა მუხლზე მყესების დაზიანება სერიოზული არ არის და მას ოპერაცია არ სჭირდება, თუმცა 28 წლის ფორვარდი მაინც კარგახანს გამოტოვებს.

გომესი "კალიარის" გოლკიპერ მაიკოლ აგაცის შეეჯახა მეორე ტაიმის დასაწყისში. ეს შეხვედრა კი 1:1 დასრულდა.

რა თქმა უნდა, გომესი "ფიორენტინას" სასტარტო მატჩს გამოტოვებს ევროპალიგაზე - 19 სექტემბერს "ფიორენტინა" პორტუგალიურ "პაკუშ ფერეირას" მასპინძლობს.

იმავე მატჩში ხუან კუადრადომ მხ
არი დაიზიანა, თუმცა სკანირებამ სერიოზული პრობლემა არ აღმოაჩინა.

ასევე იხილეთ:
მარიო გომესი: მადრიდის "რეალს" უარი ვუთხარი!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული