მე-18 წუთზე ფრანჩესკო ტოტიმ შორი მანძილიდან გახსნა ანგარიში. მე-40 წუთზე საჯარიმოში შეჭრილი ჟერვინიო წააქციეს, ტოტიმ პენალტით დუბლი შეასრულა.
44-ე წუთზე "რომამ" "ინტერი" კონტრშეტევაზე დაიჭირა - გოლი ალესანდრო ფლორენციმ გაიტანა - 0:3.
მეორე ტაიმში უხეშობისთვის ფედერიკო ბალცარეტი გააძევა, თუმცა ამან "ინტერს" არ უშველა.
"რომამ" იტალიის ჩემპიონატის სტარტზე შვიდივე მატჩი მოიგო და 21 ქულით ერთპიროვნული ლიდერია. "ინტერი" 14 ქულით მე-4 ადგილზეა.
რუდი გარსია (რომა): "ეს იყო დიდებული მატჩი, გუნდური სული
აქ მოგება ძალზე ძნელია და ეს მე მახარებს. "სკუდეტო", ჯერ ადრე არაა ამაზე ლაპარაკი? ნახეთ რამდენი დარჩა სეზონის დასრულებამდე.
რაც შეეხება ფრანჩესკო ტოტის, ის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფეხბურთელია".