ჩეზარე პრანდელის ვრცელი სია

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ იმ ფეხბურთელთა გვარები დაასახელა, რომლებსაც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით ორ შეხვედრაში დაეყრდნობა.

11 ოქტომბერს "სკუადრა აძურა" დანიას ესტუმრება, 15-ში კი სომხეთის ეროვნულ გუნდს ნეაპოლში უმასპინძლებს. ისიც აღვნიშნოთ, რომ იტალიამ უკვე მოიპოვა მუნდიალის საგზური და მოახლოებულ პაექრობებს მოსამზადებლად თუ გამოიყენებს. მიუხედავად ამისა, პრანდელიმ ოპტიმალურ შემადგენლობას უხმო და საგულისხმოა, რომ განაცხადში 29 ფეხბურთელი შეიყვანა.

სენიორ ჩეზარემ ეროვნულ გუნდში ფედერიკო ბალცარეტი და ჯუზეპე როსი დააბრუნა - პირველს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ აღარ იწვევდა, ხოლო მეორემ უმძიმესი ტრავმა
გადაიტანა.

მიუხედავად იმისა, რომ პრანდელის სიაში 29 ფეხბურთელია, განაცხადს მიღმა სხვადასხვა მიზეზის გამო კიდევ ბევრი კანდიდატი დარჩა: ანჯელო ოგბონა, ლუკა ანტონელი, კრისტიან მაჯო, ანდრეა ბარცალი, მატია დე შილიო, ფაბიო კვალიარელა, ალესანდრო მატრი, სებასტიან ჯოვინკო, სტეფან ელ შაარავი...

მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი), ფედერიკო მარკეტი (ლაციო), სალვატორე სირიგუ (პსჟ, საფრანგეთი).

მცველები: ინაციო აბატე (მილანი), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), ფედერიკო ბალცარეტი (რომა), დავიდე ასტორი (კალიარი), ანდრეა რანოკია (ინტერი), მანუელ პასკუალი (ფიორენტინა), ლორენცო დე სილვესტრი (სამპდორია).

ნახევარმცველები: ანდრეა პირლო (იუვენტუსი), კლაუდიო მარკიზიო (იუვენტუსი), დანიელე დე როსი (რომა), რიკარდო მონტოლივო (მილანი), ალბერტო აკვილანი (რომა), ანდრეა პოლი (მილანი), ანტონიო კანდრევა (ლაციო), ალესანდრო ფლორენცი (რომა), ალესანდრო დიამანტი (ბოლონია), ემანუელე ჯაკერინი (სანდერლენდი, ინგლისი), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი), ტიაგო მოტა (პსჟ, საფრანგეთი).

თავდამსხმელები: მარიო ბალოტელი (მილანი), ალესიო ჩერჩი (ტორინო), ალბერტო ჯილარდინო (ჯენოა), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), პაბლო დანიელ ოსვალდო (საუთჰემპტონი, ინგლისი), ჯუზეპე როსი (ფიორენტინა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული