ქამბექი ფლორენციულად
"სტადიო არტემიო ფრანკიზე" ერთმანეთის პირისპირ ძველი მეტოქეები: "ფიორენტინა" და "იუვენტუსი" წარსდგნენ. პირველი ტაიმი ტურინელთა უპირატესობით წარიმართა და ეს მათ მიერ გატანილ ორ ბურთშიც აისახა: 37-ე წუთზე კარლოს ტევესმა თერთმეტმეტრიანით გახსნა ანგარიში, ტაიმის მიწურულს კი მეორე გოლი პოლ პოგბამ გაიტანა.
მოკლედ, "იუვე" ჩვეულ სტიქიაში იყო, იგებდა დამაჯერებლად, ისე, როგორც ეს
ანტრაქტის შემდეგ მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა - ფლორენციელები ერთიანად გარდაისახნენ და ბრწყინვალედ ათამაშდნენ. შეტევას შეტევა მოსდევდა, ჯანლუიჯი ბუფონის კართან კი ძალიან "ჩამოცხა".
მასპინძელთა მონდომებამ შედეგი გამოიღო: 15-წუთიან მონაკვეთში 4-ჯერ დალაშქრეს მეტოქის კარი და ბრწყინვალე, შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვეს. მატჩის გმირი უდავოდ ჯუზეპე როსია, რომელმაც სამჯერ დაამწუხრა "ვეკია სენიორა", ერთი გოლი კი ესპანელი ლეგიონერის, ხოაკინ სანჩესის ანგარიშზეა.
ეს იყო ბრწყინვალე მატჩი, რომელშიც უფრო მოტივირებულმა და მონდომებულმა გაიმარჯვა, "იუვენტუსმა" კი ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის "რეალთან" თამაშის წინ მძიმე დარტყმა მიიღო. ნამატჩევს, ვინჩენცო მონტელა აღფრთოვანებული იყო და შეგირდებს ემადლიერებოდა. ფლორენციელთა თავკაცის თქმით, ამ გამარჯვებით მისმა გუნდმა საკუთარი თავის რწმენა გაიმყარა.
"გაუტანო "იუვეს" 4 გოლი ერთ ტაიმში, ფანტასტიკის სფეროა და ეს ფანტასტიკა ჩვენ მოვახდინეთ" - დასძინა მონტელამ.
ანტონიო კონტეს თქმით, ორი ბურთით დაწინაურებამ მისი შეგირდები მოადუნა, რაც უდიდესი შეცდომა იყო. "იუვეს" დამრიგებელმა დაამატა, რომ ფლორენციული მარცხი სასარგებლო გაკვეთილია. ვნახოთ, რას ისწავლის "იუვე", რომელიც, "ნაპოლის" მსაგავსად, ლიდერ "რომას" მთელი 5 ქულით ჩამორჩა.
"ვერონა" აღარ ხუმრობს...
"მილანმა" თავისი შეხვედრა შაბათს ჩაატარა და "უდინეზეს" ერთადერთი გოლის წყალობით მოუგო. შედეგიანი დარტყმა ვალტერ ბირსას ანგარიშზეა, რომელმაც უკვე მეორეჯერ მოაპოვებინა გუნდს სამი ქულა. მოკლედ, ახალგაზრდა პლეიმეიქერი კარგად ირჯება და ალბათ, კაკას გამოჯანმრთელების პირობებშიც ექნება სათამაშო დრო.
კაკა კი უკვე გამოჯანმრთელდა და "უდინეზესთან" შეხვედრის ბოლო 15 წუთი ითამაშა. რიკიმ რამდენიმე შეტევაში მიიღო მონაწილეობა და ერთი კარგი გამჭოლი პასიც გააკეთა. ბრაზილიელი შორსაა ოპტიმალური ფორმისგან და ეს თავადაც განაცხადა, მაგრამ მონდომებული ჩანს და წესით, ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრება არ უნდა გაუჭირდეს.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ის, თუ როგორ დახვდა "სან სირო" ბრაზილიელ შემტევს - როდესაც რიკი მოედანზე შედიოდა, ტრიბუნებზე შეკრებილი 40 ათასი გულშემატკივარი ფეხზე წამოდგა, მის სახელს კი ულტრასები მატჩის ბოლომდე გაუჩერებლად სკანდირებდნენ. კაკა ნამატჩევს ემოციებს ვერ მალავდა:
"არასდროს დამავიწყდება ეს დღე, რადგან გულშემატკივრებმა საოცრად თბილად მიმიღეს. ვიცოდი, რომ ტაშს არ დაიშურებდნენ, მაგრამ ასეთ რამეს არ მოველოდი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქომაგთა იმედები გავამართლო და მათ ისეთი კაკა იხილონ, როგორიც ახსოვთ. ოპტიმალურ ფორმაში არ ვარ, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ და ვფიქრობ, უკვე მომდევნო შეხვედრაში ბევრად უკეთ გავირჯები".
"მილანის" ტიფოზები მარტო კაკას სახელს არ სკანდირებდნენ - ულტრასების სექტორიდან კვლავ ისმოდა რასისტული შეძახილები, ამჯერად იტალიური ფეხბურთის მამების ჯინაზე და რა მოჰყვება ამ ამბავს, რთული სათქმელია. კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, სადისციპლინო კომიტეტი მკაცრ განაჩენს გამოიტანს.
დაბრუნება და გამარჯვება
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "კალიარიმ" საკუთარ მოედანზე ითამაშა და დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა. სარდინიელებმა "კატანიას" სძლიეს, რომელმაც სეზონი მძიმედ დაიწყო. სერიოზული პრობლემები აქვს "ლაციოს", რომელმაც ბერგამოში წააგო "ატალანტასთან" და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე დაეშვა.
ვლადიმირ პეტკოვიჩი ექსპერიმენტებს მიმართავს, გუნდი 4-5-1 ტაქტიკიდან 4-3-3-ზე გადააწყო, მაგრამ არაფერი გამოდის. ლიდერთა მარაქაში დაბრუნება რომაელებს ძალიან გაუჭირდებათ, რადგან სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში სკუდეტოსა და ევროსაგზურებისთვის ცხოველი კონკურენციაა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სწორედ ამ მარაქაში "ვერონაა" გარეული, გუნდი, რომელიც ამ სეზონში დაუბრუნდა ელიტას.
ვენეტოელებმა "პარმას" ურთულესი თამაში მოუგეს და კიდევ უფრო გაიმყარეს პოზიციები. ვნახოთ, რამდენ ხანს გაგრძელდება "ვერონას" ტრიუმფალური სვლა.
იტალია. სერია A. VIII ტური
რომა-ნაპოლი 2:0
გოლები: 1:0 პიანიჩი (45), 2:0 პიანიჩი (45-პენ.).
გაძევება: კანავარო (70. ნაპოლი).
კალიარი-კატანია 2:1
გოლები: 0:1 ბერგესიო (5), 1:1 იბარბო (26), 2:1 პინილია (84).
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პერიკო, როსეტინი, ასტორი, მურუ - კონტი, კაბრერა (74. იბრაიმი), ნაინგოლანი - კოსუ (82. ნენე) - საუ (67. პინილია), იბარბო.
კატანია (4-3-3): ფრიზონი - ბელუში (71. გიომბერი), ლეგროტალიე, ბირაგი, ალვარესი - ისკო, პლაშილი, ალმირონი (78. პანაიოტისი) - ბარიენტოსი, კასტრო (90. როლინი), ბერგესიო.
გაფრთხილება: ნაინგოლანი, ნენე, პინილია - ალვარესი.
გაძევება: ლეგროტალიე (40. კატანია).
კუთხური: 11-5; ჯარიმა: 18-12; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 23-6(10-4); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 5 000
მილანი-უდინეზე 1:0
გოლი: 1:0 ბირსა (22).
მილანი (4-3-1-2): გაბრიელი - აბატე, სილვესტრი, საპატა, კონსტანტი - პოლი, მონტოლივო, მუნტარი (86. ნოჩერინო) - ბირსა (68. ნიანგი) - რობინიო, მატრი (77. კაკა).
უდინეზე (3-5-1-1): კელავა - ნალდო, დანილო, ერუ - ბასტა (51. მურიელი), პინცი (74. ზელინსკი), ალანი, ლაძარი, გაბრიელ სილვა - პერეირა (89. რანიჯი) - დი ნატალე.
გაფრთხილება: მონტოლივო, მუნტარი, რობინიო - პინცი, ალანი, პერეირა.
კუთხური: 3-10; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 10-4(3-2); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 40 000
ატალანტა-ლაციო 2:1
გოლები: 1:0 ჩიგარინი (41), 1:1 პერეა (53), 2:1 დენისი (84).
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - ბელინი, ლუკინი (57. იეპესი), სტენდარდო, დელ გროსო - რაიმონდი, კარმონა, ჩიგარინი, ბონავენტურა (69. ბრიენცა) - მორალესი (83. ბაზელი) - დენისი.
ლაციო (4-3-3): მარკეტი - კავანდა, სიანი, ცანა, ლულიჩი - ონაზი, ბილია, ერნანესი (79. კლოზე) - პერეა, ანდერსონი (90. კანდრევა), ფლოკარი (69. კელტა).
გაფრთხილება: ონაზი, ბილია (ლაციო).
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 17-7; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 12-11(5-4); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 22 000
ფიორენტინა-იუვენტუსი 4:2
გოლები: 0:1 ტევესი (37-პენ.), 0:2 პოგბა (40), 1:2 როსი (66-პენ.), 2:2 როსი (76), 3:2 ხოაკინი (78), 4:2 როსი (80).
ფიორენტინა (4-3-2-1): ნეტო - რონკალია, გონსალო, სავიჩი, პასკუალი - აკვილანი (56. ხოაკინი), პისარო, ამბროზინი (23. ფერნანდესი) - ბორხა ვალერო, კუადრადო - როსი (85. მატოსი).
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - პადოინი (83. მოტა), პოგბა, პირლო, მარკიზიო (77. ვიდალი), ასამოა (79. ჯოვინკო) - ტევესი, ლორენტე.
გაფრთხილება: სავიჩი, აკვილანი, კუადრადო - ბარცალი, ბონუჩი, პირლო, ასამოა, ტევესი, მოტა.
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 25-10; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 11-12(7-8); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 35 000
ჯენოა-კიევო 2:1
გოლები: 1:0 ჯილარდინო (22), 1:1 ბენტივოლიო (48), 2:1 ჯილარდინო (50).
ჯენოა (3-4-3): პერინი - მანფრედინი, პორტანოვა, ანტონინი - ვრსალკო, ლოდი, მარკეზე, ბიონდინი - სანტანა (29. სტოიანი - 80. ფელფაციდისი), ჯილარდინო, ჩენტურიონი (65. კუჩკა).
კიევო (3-5-2): პუჯონი - ცეზარი, ფრეი, კლეიტონი - სარდო, რადოვანოვიჩი (70. თერეუ), ბენტივოლიო (66. ჰეტემაი), ლ. რიგონი, ესტიგარიბია (70. პამიჩი) - პელისიერი, პალოსკი.
გაფრთხილება: მარკეზე - ცეზარი, სარდო, ლ. რიგონი, ესტიგარიბია.
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 19-15; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 8-12(5-7); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 20 000
ვერონა-პარმა 3:2
გოლები: 1:0 კაჩატორე (9), 1:1 პაროლო (19), 1:2 კასანო (25), 2:2 ჟორჟინიო (61), 3:2 ჟორჟინიო (88).
ვერონა (4-3-3): რაფაელი - აგოსტინი, მარკესი, გონსალესი, კაჩატორე - ჟორჟინიო, რომულო (84. იანკოვიჩი), ალფრედსონი (65. დონატი) - იტურბე, ტონი, ტალები (75. მარტინიო).
პარმა (3-5-2): ბაძა - კასანი, ლუკარელი, ფელიპე - როზი (74. ბიაბიანი), პაროლო, ასკუა, მარკიონი, გობი (89. სანსონე) - კასანო, ამაური (68. პალადინო).
გაფრთხილება: კასანი, ფელიპე, ასკუა, მარკიონი, პაროლო, გობი (პარმა).
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 21-16; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 11-12(7-6); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 25 000
ლივორნო-სამპდორია 1:2
გოლები: 0:1 ედერი (19), 1:1 სილიგარდი (90), 1:2 პოცი (90-პენ.).
ლივორნო (3-4-1-2): ბარდი - ჩეკერინი, ემერსონი, კოდა - სკატარელა (70. პიჩინი), დუნკანი, ლუჩი, ბენასი (64. სილიგარდი) - გრეკო - პაულინიო, ემეგარა (77. ბორა).
სამპდორია (3-4-1-2): და კოსტა - გასტალდელო, პალომბო, კოსტა - დე სილვესტრი, ობიანგი, კრსტიჩიჩი, ბარილა (78. რეჯინი) - ბარნასონი - გაბიადინი (57. სანსონე), ედერი (71. პოცი).
გაფრთხილება: კოდა, ემერსონი, დუნკანი, პაულინიო, ემეგარა - და კოსტა, ობიანგი.
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 17-12; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 10-8(5-2); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 18 000
სასუოლო-ბოლონია 2:1
გოლები: 1:0 ბერარდი (12-პენ.), 2:0 ფლორო ფლორესი (17), 2:1 დიამანტი (34-პენ.).
სასუოლო (3-5-2): პეგოლო - ანტეი, როსინი (90. აჩერბი), ბიანკო - ლონგი, ლარიბი, კურტიჩი, მარონე, სკელოტო - ფლორო ფლორესი (65. ძაძა), ბერარდი (73. მისიროლი).
ბოლონია (3-5-1-1): კურჩი - ნატალი, მანტოვანი, სორენსენი (83. ბიანკი) - კრესპო (56. ხრისტოდოლოპულოსი), კონე, კრჰინი, ლაქსალტი (66. აკვაფრესკა), ჩეხი - დიამანტი - კრისტალდო.
გაფრთხილება: ბიანკო, როსინი, ძაძა - სორენსენი, მანტოვანი.
კუთხური: 1-13; ჯარიმა: 11-17; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 7-16(5-6); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 20 000
ტორინო-ინტერი 3:3
გოლები: 1:0 ფარნერუდი (21), 1:1 გუარინი (45), 2:1 იმობილე (53), 2:2 პალასიო (55), 2:3 პალასიო (71), 3:3 ბელომო (90).
ტორინო (3-5-2): პადელი - დარმიანი, ვივესი, მორეტი - დამბროზიო, გაცი, ბრიგი (81. ბელომო), ფარნერუდი (49. იმობილე), პასკუალე - ჩერჩი, ბარეტო (76. მეჯორინი).
ინტერი (3-5-1-1): ჰანდანოვიჩი - როლანდო, რანოკია, ჟუან ჟესუსი - ჯონატანი, ტაიდერი (61. ბელფოდილი), გუარინი, კამბიასო, ნაგატომო - კოვაჩიჩი (52. კარიცო) - პალასიო (81. ვოლასი).
გაფრთხილება: გაცი, ფერნერუდი, იმობილე - კამბიასო, ტაიდერი.
გაძევება: ჰანდანოვიჩი (5. ინტერი).
კუთხური: 11-2; ჯარიმა: 12-9; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 13-7(5-5); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 23 000
ბომბარდირები: 8 - როსი (ფიორენტინა); 6 - ჩერჩი (ტორინო); 5 - ჰამშიკი (ნაპოლი), ჟორჟინიო (ვერონა), პალასიო (ინტერი); 4 - ფლორენცი (რომა), კალეხონი (ნაპოლი), ტევესი (იუვენტუსი), დენისი (ატალანტა).
მომდევნო ტური
26 ოქტომბერი:
სამპდორია-ატალანტა, ინტერი-ვერონა
27 ოქტომბერი:
ნაპოლი-ტორინო, ბოლონია-ლივორნო, კატანია-სასუოლო, კიევო-ფიორენტინა, იუვენტუსი-ჯენოა, პარმა-მილანი, უდინეზე-რომა, ლაციო-კალიარი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"