ვალტერ მაცარი: როდრიგო პალასიო ჩემი გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი წევრია

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მე-9 ტურში მილანის "ინტერმა" შინ 4:2 მოუგო "ვერონას".

მე-9 წუთზე ჯონათანს გოლის გატანა ვანგელის მორასმა არ დააცადა და საკუთარი კარი დალაშქრა.

მე-12 წუთზე უკვე 2:0 იყო, თავი როდრიგო პალასიომ გამოიჩინა.

პირველი ტაიმი მხიარული გამოდგა - 32-ე წუთზე ლუკა ტონის პასით რაფაელ მარტინიომ მილანელთა კარი დალაშქრა, ხოლო 38-ე წუთზე პალასიომ ესტებან კამბიასოს გაატანინა.

56-ე წუთზე პორტუგალიელმა მცველმა როლანდომ ანგარიში გამანადგურებელი გახადა, თუმცა 71-ე წუთზე ლუკა ტონის პასით რომულომ ანგარიში 4:2 გახა
და.

მეტი გოლი აღარ გასულა, თუმცა ბოლოს ვანგელის მორასი და ისჰაკ ბელფოდილი (ინტერი) გააძევეს.

"ინტერი" 18 ქულით მე-4 ადგილზეა, ხოლო "ვერონას" 16 ქულა აქვს.

ვალტერ მაცარი (ინტერი): "90 წუთის განმავლობაში კარგად ვითამაშეთ. მთავარი ისაა, რომ გუნდი იმედიანადაა, "ინტერი" ბრწყინვალე იყო. როცა ვაგებთ, ვიცი, რომ ჩემი ბრალია - ამას უკვე 13 წელია მიჩვეული ვარ, იგებს კი გუნდი. მოხარული ვარ, რომ თავი როლანდომ გამოიჩინა. ვფიქრობ, პალასიო ჩემი გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული