იტალია. სერია A. XI ტურის წინ: "მილანის" ბოლო შანსი?

AutoSharing Option
"რომას" რეკორდი იტალიური სპორტული პრესის მთავარი სასაუბრო თემაა, კარს კი სერია A-ს მიმდინარე გათამაშების მე-11 ტური მოგვადგა. შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის პაექრობებია დაგეგმილი და გამომდინარე აქედან, "იუვენტუსი", "მილანი" და "ნაპოლი" თავის შეხვედრებს დღეს გამართავენ.

უკან არავინ დაიხევს
ტურის ცენტრალური მატჩი "სან სიროზე" გაიმართება, სადაც "მილანი" "ფიორენტინას" უმასპინძლებს. ეს ალბათ ერთ-ერთი ბოლო შანსია ლომბარდიული გრანდისთვის, რომ ლიდერთა მარაქას მიუახლოვდეს და ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლის შანსი შეინარჩუნოს. უცნაურია, როდესაც მე-11 ტურში ბოლო შანსზე ვსაუბრობთ, მაგრამ საქმეს სწორედ ასეთი პირი უჩანს.

მასიმილიანო ალეგრი კვლავაც
4-3-3 ტაქტიკას აირჩევს და თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავეყრდნობით, შეტევაში კაკას, რობინიოს და მარიო ბალოტელის გაამწესებს. ანუ, ვალტერ ბირსა თადარიგში დარჩება და ამჯერად, სასტარტოში რობინიო ითამაშებს. "მილანის" მთავარ მწვრთნელს კარგად ესმის, რომ ამ თამაშის მოგება აუცილებელია:

"პირველ ნომრად ვითამაშებთ და ვეცდებით, სამი ქულა ჩავიწეროთ აქტივში. სხვა შედეგი დამღუპველი იქნება და ეს თითოეულმა ჩემმა შეგირდმა კარგად იცის. მიუხედავად იმისა, რომ "ფიორენტინა" გვარიანად გვისწრებს, ეს იქნება ბრძოლა ექვსი ქულისთვის. ქულების დაკარგვის უფლება უბრალოდ აღარ გვაქვს".

"გაძეტას" პროგნოზით, ვინჩენცო მონტელა ამჯერად 4-3-2-1 სქემას აირჩევს და ერთადერთ გამოკვეთილ ფორვარდად ჯუზეპე როსის გაამწესებს. ფორვარდს უკნიდან ორი ესპანელი დაეხმარება: ბორხა ვალერო და ხოაკინ სანჩესი. როგორც ჩანს, მონტელა მიხვდა, რომ ხოაკინისგან თავდამსხმელი არ დადგებოდა და მისი უკან დახევა განიზრახა. წინა ტურში, ფლორენციელები "ნაპოლისთან" დამარცხდნენ და ბუნებრივია, მიჯრით მეორე წაგებას იოლად არ შეურიგდებიან. ასე რომ, წინ მეტად საინტერესო მატჩი გველის.

სკუდეტოს მაძიებლები
"იუვენტისსა" და "ნაპოლიზე" კვლავაც ერთად გვიწევს წერა, რადგან ეს გუნდები ჩემპიონატში იდენტურად ასპარეზობენ. ჩრდილოელებსაც და სამხრეთელებსაც 8 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი და შესაბამისად, 25 ქულა აქვთ. "იუვენტუსი" და "ნაპოლი" სკუდეტოს მოპოვების მთავარ პრეტენდენტებად მიიჩნევიან და მათი მატჩების გარშემო დიდი აჟიოტაჟია.

ანტონიო კონტეს გუნდი ‚პარმას" ესტუმრება და შეეცდება, მიჯრით მესამე მატჩი მოიგოს. ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ტურინელები თავს დაზოგავენ და ძალებს ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანესი პაექრობისთვის შემოინახავენ. თუმცა, ასე არ ფიქრობს კონტე:

"ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე კიდევ არის დრო, ჩვენ კი "პარმასთან" პაექრობაზე ვართ კონცენტრირებულნი. მაქსიმალური მონდომების გარეშე, სერია A-ში თამაშის მოგება წარმოუდგენელია, ქულების დაკარგვა კი ნამდვილად არ გვსურს. ჩემპიონატის ლიდერი მთელი ხუთი ქულით გვისწრებს და ამ სხვაობის კიდევ უფრო გაზრდა რთულ ვითარებაში ჩაგვაგდებს. ამიტომ, ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა".

კონტე ფერნანდო ლორენტეს დაასვენებს და კარლოს ტევესთან ერთად, თავდასხმაში სებასტიან ჯოვინკოს გაამწესებს. "იუვე" ფავორიტია, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება.

"ნაპოლი" კიდევ უფრო მეტად ფავორიტია, ვიდრე "იუვენტუსი" რადგან საკუთარ მოედანზე თამაშობს და თანაც, ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერთან. "კატანიამ" სეზონი უმძიმესად დაიწყო, რაც გასულ ტურში, სწორედ "იუვესთან" განადგურებით დამტკიცდა, 0:4.

თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, ამჯერად, თადარიგში გონსალო იგუაინი დარჩება და მის ადგილს შეტევაში გორან პანდევი დაიკავებს. მაკედონიელს სიღრმიდან წინა ტურში დასვენებული მარეკ ჰამშიკი დაეხმარება, ფლანგებიდან კი ხოსე კალეხონი და ლორენცო ინსინიე შეუტევენ. ბენიტესმა შეგირდებს ფხიზლად ყოფნისკენ მოუწოდა და დასძინა, მეტოქის შეუფასებლობა დაგვღუპავსო. ბენიტესმა დაახლოებით იგივე თქვა, რაც კონტემ - ჯერ ლიგაზე არ ვფიქრობთ, რადგან "კატანიასთან" თამაში გვაქვს მოსაგებიო.

ლიდერი ტურინში
"რომა" ტურინს სტუმრობს, სადაც "ტორინოსთან" მოუწევს ურთიერთობის გარკვევა. "გრანატასთან" "სტადიო ოლიმპიკოზე" თამაში რომ იოლი არ არის, მრავალგზის დადასტურებულა, მაგრამ რუდი გარსიას გუნდს კიდევ უფრო რთული მისიები შეუსრულებია.

კვლავაც ტრავმირებულნი არიან ფრანჩესკო ტოტი და ჟერვინიო - მათ გარეშე "რომას‘ უჭირს შეტევაში და ეს ბოლო ორ პაექრობაშიც გამოჩნდა, მაგრამ ფავორიტად მაინც "ჯალოროსი" უნდა მივიჩნიოთ. გარსია შეტევის წინა ხაზზე ალესანდრო ფლორენცის, ადემ ლიაიჩს და მარკო ბორიელოს გაამწესებს. ვნახოთ, მოიგებს თუ არა "რომა" ზედიზედ მეთერთმეტე შეხვედრას.

XI ტური

2 ნოემბერი
მილანი-ფიორენტინა 23.45
დისკვალიფიკაცია: მექსე - კუადრადო.
ტრავმა: ბონერა, პაცინი, ელ შაარავი, აბიატი, სილვესტრი - გომესი, მატი ფერნანდესი.
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 თამაში: +15=9-11, (51-43)
სავარაუდო შემადგენლობები
მილანი (4-3-3): გაბრიელი - აბატე, ძაკარდო, საპატა, დე შილიო - მონტოლივო, დე იონგი, მუნტარი - კაკა, რობინიო, ბალოტელი.
ფიორენტინა (4-3-2-1): ნეტო - ტომოვიჩი, გონსალო, სავიჩი, პასკუალი - აკვილანი, პისარო, ამბროზინი - ბორხა ვალერო, ხოაკინი - როსი.

2 ნოემბერი
პარმა-იუვენტუსი 21.00
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: გალოპა, პავარინი, პალეტა - პეპე, ვუჩინიჩი, კვალიარელა, ლიხტშტაინერი.
ბოლო 6 შეხვედრა
3-1-2 5-0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 39 თამაში: +8=13-18, (41-65)

ნაპოლი-კატანია 23.45
დისკვალიფიკაცია: მაჯო - გუარენტე.
ტრავმა: ცუნიგა, ბრიტოსი - სპოლი, კაჩატორე, პერუცი, პლაშილი, ბელუში, მანძონი, ბოატენგი, ბარიენტოსი, ბერგესიო.
ბოლო 6 შეხვედრა
4-1-1 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +7=4-5, (17-15)

3 ნოემბერი
ლივორნო-ატალანტა 15.30
დისკვალიფიკაცია: დე ლუჩა, სკატარელა - სტენდარდო.
ტრავმა: ბოტა, დე კარი, ბელინგერი, ბიაჯანტი - ჯორჯი, ლუკინი, ბონავენტურა.
ბოლო 6 შეხვედრა
0-2-4 3-1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +5=4-4, (15-17)

ვერონა-კალიარი 18.00
დისკვალიფიკაცია: მორასი - მურუ.
ტრავმა: ჩირილიანო, გომესი - ეკდალი, პერიკო, პინილია, იბრაიმი.
ბოლო 6 შეხვედრა
4-1-1 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +3=3-5, (15-16)

ლაციო-ჯენოა 18.00
დისკვალიფიკაცია: მაური, ცანა (ლაციო).
ტრავმა: ნოვარეტი, დიასი, ლულიჩი, ბიავა, ალფარო, ბილია - ვრსალკო, კალაიო, სანტანა.
ბოლო 6 შეხვედრა
2-3-1 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +8=3-5, (28-17)

სამპდორია-სასუოლო 18.00
დისკვალიფიკაცია: ძაძა (სასუოლო).
ტრავმა: სალამონი, სანსონე - ვალერი, სკელოტო, ტერანოვა, გომესი, მარძორატი.
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 1-3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +1=3-0, (4-3)

უდინეზე-ინტერი 18.00
დისკვალიფიკაცია: პინცი - ბელფოდილი.
ტრავმა: ბასტა - კივუ, ძანეტი, მილიტო, კამპანიარო.
ბოლო 6 შეხვედრა
3-0-3 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 40 თამაში: +11=9-20, (47-52)

ტორინო-რომა 23.45
დისკვალიფიკაცია: ჟილე - კასტანი.
ტრავმა: ლარონდო, როდრიგესი, ბოვო, ბრიგი - დესტრო, ტოტი, ჟერვინიო.
ბოლო 6 შეხვედრა
0-4-2 6-0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +2=6-14, (17-36)

4 ნოემბერი
ბოლონია-კიევო 23.45
დისკვალიფიკაცია: ჰეტემაი (კიევო).
ტრავმა: კერუბინი, ჩეხი, მანტოვანი, რადაკოვიჩი, სტოიანოვიჩი, ხიმენესი - კალელო, კლეიტონი, თერეუ.
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 0-0-6
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +7=7-6, (27-21)

ბომბარდირები: 9 - როსი (ფიორენტინა); 7 - ჩერჩი (ტორინო); 6 - პალასიო (ინტერი), ტევესი (იუვენტუსი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული