ჯიჯი ბუფონის მეხუთასე მატჩი

AutoSharing Option
სერია A-ს მე-13 ტურში "იუვენტუსმა" "ლივორნო" ორი უპასუხო გოლის წყალობით დაამარცხა, მნიშვნელოვანი ქულები ჩაიწერა აქტივში და მთლიანობაში, კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

აღვნიშნოთ ისიც, რომ "იუვემ" მიჯრით მეხუთე შეხვედრაში შეინახა კარი მშრალად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჯანლუიჯი ბუფონისთვის გახლავთ. ბოლო ხანს 35 წლის გოლკიპერს კრიტიკოსები მოუმრავლდნენ და ამ მშრალი სერიით მან ყველას ღირსეული პასუხი გასცა.

"ლივორნოსთან" მატჩი ბუფონისთვის სხვა მხრივაც იყო მნიშვნელოვანი - ჯიჯიმ სერია A-ში მე-500 შეხვედრა ჩაატარა, რაც უდავოდ ფენომენალური შედეგია. "იუვეს" და იტალიის ნაკრების მეკარემ ჟურნალისტებს შთაბეჭდილება გაუზიარა:

"მიხარია, რომ
კარი მშრალად შევინახეთ და წარმატებული სერია გავაგრძელეთ.
"ფიორენტინასთან" მარცხის შემდეგ ბევრს გვაკრიტიკებდნენ და მადლობა ღმერთს, ამან მხოლოდ დადებითად იმოწმედა ჩვენზე.

მე-500 მატჩი? - დიახ, ასეა და როცა ამაზე ვფიქრობ, სიამაყით ვივსები. როდესაც 1995 წელს "პარმას" შემადგენლობაში დებიუტი მქონდა, მაშინ წვერიც კი არ ამომდიოდა, დღეს კი ჭაღარას ვებრძვი. მაშინ მინდოდა, რომ საუკეთესო ვყოფილიყავი, დრომ კი მიჩვენა, რომ საკუთარი შესაძლებლობები მუდმივად უნდა ამტკიცო - მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი გაქვს მოგებული.

ვამაყობ განვლილი წლებით და მიხარია, რომ ეს ჯერ კიდევ არაა დასასრული. ვამაყობ სერია A-ში გამართული 500 მატჩით, თუმცა არც სერია B-ში ჩატარებული 37 პაექრობა მავიწყდება"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჯანლუიჯი ბუფონი: იტალია მსოფლიოში ყველაზე ძლიერი არაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული